LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ თქვენს უფლებებზე, თუ აქციებზე გაკავებენ – იურისტის რჩევები

9
giorgi

აზრის გამოხატვის თავისუფლება და პრობლემა, როცა აქციებზე, საპროტესტო გამოსვლების დროს მონაწილეებს აკავებენ – სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კანონდარღვევას შორის, რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ – ,,ფორტუნა” გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” იურისტ გიორგი ჩიტიძეს ესაუბრა.

– ეს არის პრობლემა, რომელიც თითქმის ყველა აქციაზე გვხვდება. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კანონდარღვევას შორის?

– დარღვევები უკავშირდება ხოლმე, ძირითადად, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მოტივი. ხშირად თავად პოლიციელის მოთხოვნა არის ხოლმე არაკანონიერი. თუ პირი იმ წუთიერ, მყისიერ აშკარა საფრთხეს არ ქმნის აზრის გამოხატვისას, ეს თუ ძალიან აშკარა არაა, სხვა შემთხვევაში, მათ მშვიდობიანად, უიარაღოდ უნდა ჰქონდეთ უფლება გამოთქვან თავიანთი აზრი, როგორც დახურულ სივრცეში, ისე ღია სივრცეში. ხშირად გვეშლება, რომ მოთხოვნას თუ წაგვიყენებს პოლიციელი, არ ნიშნავს, რომ უნდა დავემორჩილოდ უპირობოდ. მან უნდა აგვიხსნას რას ვარღვევთ და რატომ ვართ საფრთხე გარშემომყოფებისთვის.

– რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენს უფლებებზე რა უნდა ვიცოდეთ?

– პირველ რიგში მოვთხოვოთ, რის საფუძველზე გვაკავებენ, მეორე – დავადოკუმენტიროთ ყველაფერი, ვიდეოგადაღება იქნება ეს თუ სხვა, რომ მომავალში დავამტკიცოთ სასამართლოში ყველაფერი.

– ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავიდეთ ქუჩაში, სანამ დაკავებამდე მივა საქმე, მანამდე რა უნდა ვიცოდეთ?

– ყველას შეგვიძლია აზრის თავისუფლად გამოხატვა, მაგრამ ამას აქვს თავისი წესები. პირველ რიგში ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. უნდა გვესმოდეს, რომ სპონტანური შეკრების დროს ქუჩას ვერ გადავკეტავთ თუ სათანადო რაოდენობის ხალხი არაა. გადაკეტვა უკანონო იქნება. ასევე აქციაზე არ წავიღოთ დანა, მაკრატელი, ალკოჰოლური სასმელი. ეს უნდა შევასრულოთ

– ხშირად ბრალს უყენებენ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას. ეს მუხლი იძლება თუ არა ინტერპრეტაციის საშუალებას, რას ნიშნავს წვრლიმანი ხულიგნობა, ან დაუმორჩილებლობა?

– ის კანონი, რასაც სახელმწიფო ეყრდნობა, ერთადერთი კანონია, რაც საბჭოთა კავშირიდან გადმოგყვა, რომელიც ბუნდოვანი და გაუგებარია. თუ ჩვენ ასე მოგვექცნენ და უკანონობა ჩაიდინეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც გვაქვს. ეს მტკივნეულია სახელმწიფოსთვის. მოუწევს, უფრო ფრთხილად იმოქმედოს. კანონი, თავისთავად, შესაცვლელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები