LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ითარგმნება პროფესია “ქოუჩი” როგორც მწვრთნელი – FM ქოუჩი

89
babunashvilieka

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არ ითარგმნება პროფესია “ქოუჩი” როგორც მწვრთნელი, ვინ არიან ქოუჩები და როგორ ეხმარება ქოუჩინგი ადამიანებს – ამ თემასთან დაკავშირებით მაღალი ინტერესია, ხშირად ისმის კრიტიკაც, რომ “ქოუჩის” ქართული შესატყვისი უნდა მოიძებნოს. აღნიშნულ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა ეკა ბაბუნაშვილმა ისაუბრა.

ქოუჩი როგორც პროფესია, ხშირად ისმის კრიტიკა, თუ რატომ არ ითარგმენა ეს სიტყვა ქართულად…

ეს ტერმინი დამკვიდრებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ. ხშირად ქოუჩს თარგმნიან როგორც მწვრთნელს, თუმცა ეს ასე არ არის. ვინაიდან პროფესიით ქოუჩი, განსხვავდება მწვრთნელისგან და მას აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციები აქვს. მწვრთელი ორიენტირებული წვრთნაზე, ხოლო პროფესია ქოუჩი დაფუძნებულია არა წვრთნაზე, არამედ პარტნიორულ ურთიერობაზე. არსებობს მრავალნაირი მიმართულება ქოუჩინგში: ბიზნეს ქოუჩინგი, ლიდერობის, პიროვნული განვითარების, ემოციური ინტელექტის, ურთიერთობების, კარიერული და სხვ. თითოეული ადამიანი კი მის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე შეარჩევს ქოუჩს. მაგალითად, თუ ადამიანს სურს თავისი ბიზნესი ახალი განვითარების დონეზე აიყვანოს, საჭიროა მიმართოს ბიზნეს ქოუჩს. თუ გამოწვევას წარმოადგენს მეუღლესთან ურთიერთობების ჰარმონიზება, აქ ურთიერთობების ქოუჩი იქნება საჭირო. თქვენ გაქვთ მიზანი, მიდიხართ ქოუჩთან და მისი კითხვების დახმარებით იგებთ რომელია სწორი გზა თქვენ მიზნამდე.

არ მიკვირს საზოგადოების რეაქციის, ვინაიდან, ეს არის შედარებით ახალი სფერო და ბუნებრივია კითხვები არსებობს. ქოუჩი არც ერთ ენაზე არ ითარგმენა, ისევე როგორც მაგალითად “ფსიქოლოგია”.

როგორ მკვიდრდება საქართველოში ქოუჩინგი?

ქოუჩინგი 90-იან წლებში ჩამოყალიბდა ცალკეულ დისციპლინად და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მზარდი მოთხოვნა კი, ბუნებრივია, მისმა ეფექტიანობამ განაპირობა. აქედან გამომდინარე, არც თუ ისეთი ბევრია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც იცის რა არის ნამდვილი, პროფესიონალური ქოუჩინგი და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი. შესაბამისად, არის საფრთხე, რომ მომხმარებელმა ყოველთვის მაღალი სტანდარტის ქოუჩინგის მომსახურება ვერ მიიღოს. აღნიშნულის პრევენციას ემსახურება წლევანდელი კვირეულის ჩატარებაც. ჩვენი სურვილია სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ქოუჩინგის ეთიკისა და სტანდარტების შესახებ, რაც მისცემთ საშუალებას საუკეთესო არჩევანი გააკეთონ.

ქოუჩინგი არის პარტნიორული ურთიერთობა პროფესიონალ ქოუჩსა და კლიენტს შორის, რომელიც კლიენტის მიერ სწორად მიზნების დასახვას,  მათი მიღწევის გზაზე შიდა წინააღმდეგობების დაძლევას, ასევე, საჭირო ახალი უნარების განვითარებასა და ქცევითი მოდელის ცვლილებას უწყობს ხელს. პარტნიორობა, ამ შემთხვევაში, საკვანძო სიტყვაა, ვინაიდან სწორედ მაქსიმალურად თანამშრომლობითი და მოქნილი მიდგომა განასხვავებს ქოუჩინგს სხვა დამხმარე სპეციალობებისგან. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტი გამოყოფს პარტნიორობის კომპეტენციას, როგორც აუცილებელ კომპონენტს პროფესიონალი ქოუჩის მუშაობაში. ამიტომაც პროფესიონალური ქოუჩინგი თავისუფალია დირექტიულობისგან და არ გულისხმობს მითითებებისა თუ რჩევების გაცემას.

არ არის ადვილი ჩაწვდე ქოუჩინგის არსს, თუ ერთხელ მაინც არ გამოსცადე საკუთარ თავზე. ამიტომაც, ქოუჩინგის კვირეულის ფარგლებში, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ადამიანებს ინდივიდუალური ქოუჩინგის პროცესი გაიარონ, დაესწრონ მასტერკლასებს და შეიგრძნონ ქოუჩინგის ძალა.

მთავარი კი ის არის, რომ ქოუჩინგი მუშობს და იგი სულ უფრო მეტ ადამიანს ეხმარება წარმატების მიღწევაში ყოველწლიურად. საქართველო ICF ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის არაჩვეულებრივ ტრადიციას მისი დაფუძნებიდან 20 წლის თავზე შეუერთდა, რაც  საქართველოს ქოუჩინგის საერთაშორისო საზოგადოებაში დაუმკვიდრებს ადგილს.

რას უწყობს ხელს ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული?

ქოუჩინგის კვირეული “ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის” (ICF) მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც 1999 წლიდან ტარდება მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში. მსგავსი ფორმატის ღინისძიება საქართველოში პირველად ხორციელდება. საქართველოს ჩართვა ამ მოძრაობაში ნიშნავს, რომ ჩვენ ვხდებით ქოუჩინგის საერთაშორისო საზოგადოების წევრები და შეგვიძლია უკეთ და მეტად მასშტაბურად ვიზრუნოთ ქოუჩინგის განვითარებაზე საქართველოში. კვირეულის მიზანია:

  1. ქოუჩინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება
  2. ქოუჩინგის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირება
  3. პიროვნული და პროფესიული განვითარების ინსტრუმენტების წარდგენა
  4. ბიზნესისთვის განვითარების ინოვაციური მეთოდების გაცნობა

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია – ICF, 31 000 წევრზე მეტს აერთიანებს მსოფლიოს 140 ქვეყნიდან, რომლებიც ერთად მუშაობენ  ქოუჩინგის პროფესიის განვითარებისთვის და ორიენტირებულნი არიან თანამედროვე სამეცნიერო კვლევების დახმარებით, მეტი შესაძლებლობები შესთავაზონ თავიანთ კლიენტებს. საქართველოს უკვე ჰყავს ICF-ის წევრი პროფესიონალი ქოუჩების საკმარისი რაოდენობა, რის საფუძველზეც ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს აღნიშნული ღონისძიების განხორციელებას საქართველოში.

გადაცემის ლაივი LIVE

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/281873876090212/

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები