LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავგეგმოთ სწორად ღონისძიება – FM ქოუჩი

10
maiasixarulidze

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დავგეგმოთ სწორად ღონისძიება, რა უნდა გავითვალისწინოთ ან რა რისკ-ფაქტორები არსებობს ღონისძიების დაგეგმის დროს –

ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ პიარის სპეციალისტმა მაია სიხარულიძემ ისაუბრებს.

საიდან უნდა დავიწყოთ ღონისძიების ორგანიზება?

ღონისძიებისთვის მზადება იწყება სწორი გეგმით, თუ სწორად არ დაგეგმე ყველაზე გრანდიოზული ღონისძიებაც კი შეიძლება ჩაიშალოს. დაგეგმის პროცესი არის მნიშვნელოოვანი, სად აკეთებ, რატომ, როგორი სამიზნე აუდიტორიისთვის, ღონისძიების მასშტაბია გასათვალისწინებელი. როდესაც დამკვეთი გიფორმებს ხელშეკრულებას, შენ უნდა იყო ჯადოქარი, ღონისძიების ორგანიზატორები არიან  ჯადოქრები, რადგან არ არსებობს მათთვის შეუძლებელი.

რამდენად მნიშვნელოვანია მაყურებლის თვალით შეხედო ღონისძიებას?

ყოველთვის უნდა შეაფასო და გაზომო ღონისძიება არა შენი გადმოსახედიდან, არამედ უნდა შეხედო მაყურებლის პოზიციიდან. კომპანია და დამკვეთი უნდა იყოს კმაყოფილი, თუმცა ყველაზე საყურადღებოა შენი მაყურებელი, მოწვეული სტუმარი იყოს კმაყოფილი.

ღონისძიება და რისკ-ფაქტორები…

რისკები დამოკიდებულია ყველა მოსალოდნელი რისკი უნდა იყოს გადაზღვეული და არსებობდეს გეგმა „ბ“. არა მარტო ტექნიკური ნაწილი უნდა იყოს გათვალისწინებული, არამედ ადამიანებიც კი უნდა იყვნენ გადაზღვეულები და ყველას უნდა ჰყავდეს დუბლიორი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები