LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმარება ქოუჩინგი ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მიზნების მიღწევაში – FM ქოუჩი

19
marika-xaliani-fmch

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენად სარგებლიანია ქოუჩინგი ბიზნესისთვის და რატომ სჭირდება ის ორგანიზაციას – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ბიზნეს ტრენერმა, ქოუჩმა მარიკა ხალიანმა ისაუბრა.

როგორ ეხმარება ქოუჩინგი ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მიზნების მიღწევაში?

ქოუჩინგი უნივერსალური მეთოდია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მიზნების მიღწევაში, გამოწვევების დაძლევასა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში. ეს არის პარტნიორობის პროცესი, რომელიც ასტიმულირებს კლიენტის კრეატიულობასა და ფიქრს და რომელიც ორიენტირებულია კლიენტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე.

ქოუჩინგი სჭირდება ორგანიზაციას, როდესაც ორიენტირებულია შედეგების გაუმჯობესებაზე, როდესაც გეგმავს ახალი მიმართულებების განვითარებას, ახალი პროდუქტების დანერგვას, ბიზნეს პროცესების დახვეწას, როდესაც სჭირდება თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, გუნდის გაერთიანება საერთო მიზნისაკენ სვლაში, როდესაც მენეჯერს უნდა დელეგირება გააკეთოს, გასცილდეს მიკრომენეჯმენტს და თავად სტრატეგიულ მიმართულებებზე იმუშაოს, როდესაც მენეჯმენტს სურს გააუმჯობესოს თანამშრომელთა ბედნიერებისა და კმაყოფილების მაჩვენებელი და შექმნას საუკეთესო გარემო თანამშრომლობისათვის.

რა ეტაპები აქვს გასავლელი ორგანიზაციას, მას შემდეგ რაც მიმართავს ქოუჩს?

ქოუჩთან მიმართვის შედეგად, პირველ ეტაპზე ხდება საჭიროებების გამოვლენა: რა მიმართულებით აქვს კომპანიას განვითარების პოტენციალი, ან რისი შეცვლაა საჭირო, იმისათვის, რომ შეიცვალოს შედეგები.  საჭიროებების გამოვლენა საწყის ეტაპზე ხდება მენეჯმენტთან გასაუბრების შედეგად.  შემდგომ იწყება ინდივიდუალური სესიები და პარალელურად ჯგუფური სესიები, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად. ზოგ შემთხვევაში დამატებით პროცესში ემატება ტრენინგების ციკლი. ეს არის ცოცხალი, შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც წინასწარ ზუსტად ვერ გეგმავ, რადგან პროცესში შესაძლებელია სურათი შეიცვალოს და სულ სხვა საჭიროებები გამოიკვეთოს.

ქოუჩინგი ეხმარება მეწარმესა და მენეჯერს, ლიდერული უნარების განვითარებაში, მკაფიო ხედვის შემუშავებაში, ბიზნესის განვითარების საუკეთესო სცენარის დანახვაში, სტრატეგიულ აზროვნებაში, შემოქმედებით მიდგომაში, მიზნის მიღწევის საუკეთესო გზების აღმოჩენაში, სწორი ამოცანების დასახვაში, სწორ დაგეგმარებაში, თვითორგანიზებაში, თავისი საზღვრებიდან გასვლაში, საერთო სურათის უკეთ დანახვაში, თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდის ახლებური ხედვის შემუშავებაში, სტრესის გამძლეობაში, ურთიერთობის მართვის უნარების განვითარებაში, ასევე რეალისტურ და კრიტიკულ მიდგომებში, რაც ასტიმულირებს რისკების ანალიზს და ამცირებს შეცდომების დაშვების რისკს.

ქოუჩინგი მეტად ეფექტიანი და უკეთესი შედეგების მომტანია, როდესაც მენეჯმენტი მზადაა ცვლილებების განხორციელებისათვის უკეთესი შედეგების მისაღებად.

როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ქოუჩი?
უპირველეს ყოვლისა, ქოუჩს უნდა სჯეროდეს კლიენტის, მასში არსებული პოტენციალის, შესაძლებლობების. ქოუჩი უნდა ასტიმულირებდეს კლიენტის კრეატიულობას, ფიქრის პროცესს, ქმნიდეს აღმოჩენების გაკეთებისა და პოტენციალის მაქსიმალურად გახსნის შესაძლებლობებს. ქოუჩს უნდა ჰქონდეს სისტემური მიდგომა, უნდა ხედავდეს კლიენტის სამყაროს მთლიანობაში. ქოუჩი უნდა იყოს მაქსიმალურად განთავისუფლებული რჩევების გაცემისაგან, სრულად ორიენტირებული მხოლოდ კლიენტზე და შეძლებისდაგვარად, უარყოფილი უნდა ჰქონდეს საკუთარი თავი ამ პროცესში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები