LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავხადოთ მეღვინეობა მიმზიდველი ტურისტებისთვის – FM ქოუჩი

32
მშობლები შვილის აღზრდის საკითხში უნდა თანხმდებოდნენ, განსაკუთრებით, როცა ეს აკრძალვას ეხება -

 

როგორ გავხადოთ მეღვინეობა მიმზიდველი ტურისტებისთვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ „მარანი მილორაულის“ დამფუძნებელმა სანდრო მილორავამ ისაუბრა.

რამდენად რთულია მეღვინეობა და რა სჭირდება დამწყებ მეღვინეს?

ადვილი ნამდვილად არაა, დავიწყოთ იმით, რომ მეღვინეობა იწყება მევენახეობით, შემდეგ მას მოსდევს მარნის მშენებლობა, რა თქმა უნდა თუ ვსაუბრობთ ქვევრის ღვინოზე. მნიშვნელოვანია მარნის სწორად მოწყობა, ადგილის შერჩევა, თუ სად უნდა განთავსდეს ქვევრები, მას მოსდევს უკვე ქვევრების ზომის შერჩევა და სწორად ჩალაგება მიწაში. დამწყებმა მეღვინემ უნდა იცოდეს თუ რა რაოდენობის ღვინის წარმოება სურს და აქედან დაიწყოს მარნის მოწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია მოეწყოს ღვინის სარდაფი, სადაც უკვე ქვევრიდან ამოღებული ღვინოების შენახვა მოხდება. მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჯიმის დაცვა. ამ ყველაფერს ჭირდება ფიზიკური შრომა და რაც მთავარია, საქმის სიყვარული, დაწყებული ვენახიდან დამთავრებული ღვინის დაბინავებით. მევენახე-მეღვინე აუცილებლად უნდა იყოს მარანში გარკვეული, რომ მისი უშუალო ჩართულობით მოხდეს ყველა პროცესი.

ერთი ქვევრის გარეცხვა წელიწადში მინიმუმ 4-5 ჯერ ხდება. ეს ყველაფერი დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, ამიტომაცაა რომ მცირე მარნები დიდი რაოდენობის ღვინოს არ აწარმოებენ.

რაც შეეხება იურიდიულ მხარეს აქ ნაკლები სირთულეებია, ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, რათა დაეხმარონ ამ დარგს.

 

 

რა სირთულეები შეიძლება იყოს?

როგორც გითხარით, მეღვინემ პირველ რიგში უნდა იცოდეს, თუ რა უნდა როგორი ღვინის დაყენება, უნდა უყვარდეს და აინტერესებდეს მეღვინეობა, არაფერი გამოუვა, თუ მოდას აყვება და უბრალოდ იცის, რომ ღვინის კეთება კარგი საქმეა. თვითონ უნდა იყოს ჩართული ყველა პროცესში.

მაგალითისთვის, მე როცა ვიწყებდი, არ ვიცოდი თუ რა ზომის და ტევადობის ქვევრები იყო უფრო მოსახერხებელი და შევიძინე 500 ლიტრიანი და 1200 ლიტრიანი ქვევრები, ამ შემთხვევაში 500 ლიტრიანი ქვევრების რეცხვა ძნელია.

გარდა ამისა, უნდა იცოდეს ყურძნის შერჩევა, რამდენი უნდა იყოს ყურძენში შაქრის შემცველობა, რით არის შეწამლული ვენახი ,რა ზონაშია ყურძენი მოყვანილი. უნდა იცოდეს თუ რამდენჯერ მოურიოს ქვევრს დუღილის პროცესში, აუცილებელია ჰქონდეს შესაბამისი ჭურჭელი შემდგომი ღვინის შესანახად, ასევე, ვდომა ღვინის ლაბორატორიებთან, რათა ეტაპობრივად ამოწმოს ღვინო.

წაგება-მოგების საკითხი მეღვინეობის ბიზნესში

ეს საკითხი ალბათ ისევ დამოკიდებულია ხარისხიან ღვინოსთან. დღეს საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ძალიან კარგი მარნები და ღვინოებია წარმოდგენილი ბაზარზე. ასე რომ, თუ გექნებათ კარგი ღვინო, გაყიდვებიც შესაბამისია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსორტზე. რაც შეეხება ზარალს, ეს  უფრო მევენახეობას და სტიქიას ეხება, მაგალითად რამდენიმე დღის წინ კახეთში სეტყვამ ვენახების 50-70 % დააზიანა, შესაბამისად ეს ყველაფერი ღვინოზეც აისახება.

 

 

ტურისტებს უყვართ ქართული ღვინო, გაყიდვების დიდი ნაწილი მათზე მოდიოდა…

პანდემიამდე კახეთში და დასავლეთ საქართველოშიც, ძალიან ბევრი ახალი მცირე მარანი აშენდა და შენდება, მიბმული თავისივე სასტუმროებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღვინის ტურიზმი მზარდია.

ტურიზმი და ქართული ღვინო პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ისტორია მეღვინეობის და ამით ინტერესდებიან ვიზიტორები.

პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ ტურიზმე მოდიოდა, საუბარია ღვინის გაყიდვებზე, დეგუსტაციაზე, ქართულ სამზარეულოზე, ეს ყველაფერი მიბმულია ტურიზმზე.

პირადად ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ გაყიდვების დიდი ნაწილი ტურისტებზე მოდიოდა. დღეს ეს გაყიდვები დაახლოვებით 60- % მდეა დასული. აქედან გამომდინარე, მეც გადავეწყე ექსპორტზე, რადგან გაყიდვები მნიშვნელოვანია განვითარებისთვის და ბუნებრივია აისახება ფინანსურ რესურსზე.

 

როგორ გავხადოთ ღვინის ბიზნესი მიმზიდველი ტურისტებისთვის – მარანი ,,მილორაულის ” დამფუძნებელი სანდრო მილორავა

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Tuesday, August 25, 2020

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები