LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ საგრანტო განაცხადი – FM ქოუჩი

14
pavle-tvaliashvili

გადაცემის ლაივი LIVE

დღეს სულ უფრო აქტუალურია საგრანტო განაცხადის გაკეთება სხვადასხვა მიმართულებით. საგრანტო განაცხადის განხილვის შემდეგ დონორმა კონკრეტული სფეროს განვითარებისთვის შესაძლოა თანხა გამოყოს. როგორ მოვამზადოთ საგრანტო განაცხადი – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი” საერთაშორისო ტრენერმა პავლე თვალიაშვილმა ისაუბრა.

რა კრიტერიუმებით ფასდება კარგი პროექტი?

პროექტის შეფასება რამდენიმე ეტაპზე მიმდინარეობს: პირველია საპროექტო განაცხადის შეფასება ორგანიზაციის საპროექტო ჯგუფის მიერ; შემდეგ პროექტის განაცხადის შეფასება დონორის შეფასების საბჭოს მიერ; დაფინანსების შემთხვევაში, უკვე განხორციელების ფაზაზე მიმდინარეობს შუალედური შეფასებები. პროექტის დასრულების შემდეგ კი მას (პროექტს) სამუშაო ჯგუფი, გარე ექსპერტი და დონორის წარმომადგენლები აფასებენ.
პირველი შეფასებისას პროექტის სამუშაო ჯგუფმა კრიტიკულად უნდა შეაფასოს ის განაცხადი, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს იდეის ფორმირების შემდეგ, არის თუ არა მზად განაცხადი, რომ იგი წარუდგინონ დონორს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად საავტორო ჯგუფი ზედმეტად კრიტიკულად ან ზედმეტად ამბიციურად აფასებს პროექტს. ანუ, ზედმეტად კრიტიკული შეფასებისას თავს იკავებენ წარდგენისას, ხოლო ზედმეტად ამბიციურ შეფასებას დიდი გულისტკივილი მოჰყვება და ფიქრი, რომ პროექტი არაობიექტურად შეაფასეს საბჭოს წევრებმა.

დონორების მიერ შექმნილი საბჭოს წევრებს შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები გააჩნია, ზოგჯერ ეს კრიტერიუმები ღიაა, ამ შემთხვევაში დონორი აცხადებს და აცნობს დაინტერესებულ პირებს. ყველა შემთხვევაში განაცხადის წარმდგენი უნდა გაეცნოს რა მოთხოვნები აქვს დონორს. პროექტის განაცხადი უნდა შეუსაბამოს დონორის პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს. კარგი იქნება, თუ გაეცნობიან დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების მაგალითებს, რაც ხშირად დონორის წლიურ ანგარიშში ან ვებგვერდზეა მოცემული.
პროექტის მხარდაჭერამდე დონორები ქმნიან საბჭოს, რომელშიც იწვევენ დარგის სპეციალისტებს, რომლებიც აფასებენ საპროექტო განაცხადს არსებული რუბრიკის (ჩარჩოს მიხედვით).

პროექტის მიმდინარეობისას მიმდინარე ან შუალედური შეფასების გაკეთება უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით მიმდინარეობას. თუ ჩარევა იქნება საჭირო, დროულად მოხდება ორგანიზაციის მხრიდან.

პროექტის ბოლოს შეფასებით, სამუშაო ჯგუფი ამოწმებს რამდენად იქნა მიღწეული დაგეგმილი შედეგი. წარმატების შემთხვევაში კეთდება ანგარიში, არასასურველი შედეგის შემთხვევაში კი უნდა მოხდეს შესწავლა, რამ შეუშალა ხელი პროექტის წარმატებას. ამასვე აკეთებს გარე აუდიტი (დამოუკიდებელი ექსპერტი), რომელსაც არ გააჩნია ინტერესი მიკერძოებული სურათი წარადგინოს.

დონორის მიერ შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის შესწავლა.  დონორის შეფასება განაპირობებს მომავალ მხარდაჭერას ან რეკომენდაციის გაწევას სხვა დონორის მიმართ.

როდის უჭერენ პროექტს მხარს დონორები?

რამდენიმე საკითხი რომელზეც უნდა ყურადღება გაამახვილოს პროექტის ავტორთა ჯგუფმა, სანამ განაცხადს წარდგენენ:

ემთხვევა თუ არა განაცხადში აღწერილი პრობლემა იმ პრიორიტეტს, რაც აქვს დონორს გამოცხადებული.

რამდენად შესწავლილია პრობლემა და როგორ უკავშირდება ის ორგანიზაციის მიზნებსა და საქმიანობას.

შესაბამისია თუ არა ბიუჯეტი იმ თანხასთან, რის გაცემასაც გეგმავს დონორი.

ეყოფა თუ არა მოთხოვნილი თანხა იმ საქმიანობის განხორციელებას, რაც არის დაგეგმილი პროექტით.

მიღწერვადია თუ არა მიზანი და დაგეგმილი საქმიანობებით რამდენად ლოგიკურია მიზნის მიღწევა.

ვინ არიან პროექტის სამუშაო გუნდში და შემსრულებელი ადამიანები რამდენად კვალიფიციური არიან აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად.

მზად არიან თუ არა სარგებლის მიმღებები (ბენეფიციარები) ჩაერთონ პროექტში.

რა კონკრეტული შედეგების მიღება იგეგმება და როგორ მოხდება ცვლილებების შემოწმება.

რას უფრო მეტი დადებითი და გასაგები პასუხია გაცემული მით მეტია შანსი მხარდაჭერის.

რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტის წერისას?

პროექტის წერისას გასათვალისწინებელია რომ სამუშაო ჯგუფში იყვნენ ის და სათანადო რაოდენობის ადამიანები, რომელთა ჩართულობა განაპირობებს პროექტის განაცხადის მრავალმხრივ ხარისხიან გაშლას.

შესაფასებელია ადექვატურად რა დრო დასჭირდება პროექტის დაწერას. არ უნდა მივიყვანოთ განაცხადის წერა ბოლო დღეებამდე, რადგან შესაძლოა თავი იჩინოს არაერთმა დეტალმა: დაწყებული რესურსების და ინფორმაციის დეფიციტიდან, დამთავრებული ტექნიკური საკითხებით: პრინტერისა და ინტერნეტის პრობლემა.

აუცილებლად უნდა წავიკითხოთ დონორის მოთხოვნები და კონკურსის პირობები.

გასაგებად უნდა იყოს დაწერილი: რა გვინდა, რატომ, როგორ ვაპირებთ პრობლემის მოგვარებას, ვისთვის, ვისი მეშვეობით, როდის, რას მივაღწევთ, როგორ გავზომავთ და როგორ გავხდით შედეგებს მდგრადს.

არ უნდა მოგვერიდოს დავსვათ კითხვები: დონორის წარმომადგენელთან, იმ ადამიანებთან ვისთვისაც პროექტს ვაკეთებთ, პარტნიორ და გამოცდილ ორგანიზაციებთან.

უნდა დავესწროთ ტრენინგებს პროექტების წერის ან რესურსების მობილიზების თემაზე.

აუცილებლად უნდა ვცადოთ. თუ არ დააფინანსეს, კრიტიკულად გადავხედოთ პროექტს და შევიტანოთ მასში ცვლილებები და კიდევ ვცადოთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები