LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკიკის თავის ტკივილის მოხსნა უკვე მედიკამენტების გარეშეა შესაძლებელი

43
ipiccy-image

ახალი ერა შაკიკის თავის ტკივილის მართვაში – ასე აფასებენ ახალ ინოვაციურ აპარატს სახელწოდებით „ნერივიო“, რომელი ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ის სააქციო საზოგადოება „გეფამ“ შემოიტანა. სად იწარმოება ეს აპარატი და რა არის მისი უპირატესობები – ამ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „გეფას“ პროექტის მენეჯერმა თამარ მამისეიშვილმა ისაუბრა.

– როდის შემოიტანა გეფამახალი აპარატი „ნერივიო“ და თუ ჩაეშვა უკვე რელიზაციაში?

„ნერივიო“ ეს არის ინოვაციური სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც ისრაელში შეიქმნა კომპანია Theranica-ს მიერ და გამოიყენება შაკიკის თავის ტკივილის მოხსნისთვის. 2019 წელს „ნერივიომ“ მიიღო აღიარება აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციისგან, შაკიკის თავის ტკივილის მწვავე მკურნალობისთვის და ამის შემდეგ, „ნერვიომ“ მნიშვნელოვნად შეცვალა შაკიკის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხი. აღსანიშნავია, რომ ეს მოწყობილობა სს „გეფამ“ საქართველოში 2 თვის წინ შემოიტანა და ის „ფარმადეპოს“ და „ჯპს“-ის აფთიაქებში იყიდება.

რითია ეს აპარატი ინოვაციური და თუ მოიძებნება ანალოგები ქართულ ბაზარზე?

მისი ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება. „ნერივიო“ წარმოადგენს არაფარმაკოლოგიურ ალტერნატივას შაკიკის შეტევის მოხსნისთვის. „ნერივიო“ თავისი უნიკალური მექანიზმით მნიშვნელოვნად ამცირებს, ან აქრობს შაკიკის თავის ტკივილს. ის არაინვაზიური, არაფარმაკოლოგიური, ელექტრული მოწყობილობაა, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. „ნერივიო“ მარტივად გამოსაყენებელია და კონტროლირდება სმარტფონის მიერ.

-მსოფლიოში არსებულ კონკრურენტ აპარატებთან შედარებით, რა უპირატესობები აქვს ნერივიოს?

მსაგვს მექანიზმზე დაფუძნებული სამედიცინო მოწყობილობა მსოფლიოში არსებობს, თუმცა „ნერივიო“ ინოვაციურია გამოყენების კომფორტულობიდან გამომდინარე. ეს პირველი სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც თავსდება მკლავზე და მისი გამოყენება პაციენტს შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში: სახლში, სამსახურში… პაციენტები „ნერივიოს“ ატარებენ ჩანთით, რათა დროულად გამოიყენონ ის შაკიკის შეტევის დაწყების დროს.

– თუ გაქვთ ინფორმაცია კიდევ რომელ ქვეყნებში იყენებენ „ნერივიოს“ შაკიკის მართვაში?

გარდა ისრაელისა, სადაც ეს აპარატი შეიქმნა, „ნერივიო“ გამოიყენება აშშ-ში, თან საკმაოდ წარმატებით 2019 წლიდან. საწყის ეტაპზე, „ნერივიოს“ იყენებდნენ 18 წლიდან პაციენტებში. თუმცა, 2021 წლის მარტში, ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციისგან „ნერივიომ“ მიიღო ნებართვა, 12 წლის ასაკიდან მისი გამოყენების შესახებ.

როგორ უნდა გამოიყენოს ეს აპარატი ადამიანმა, რომელსაც შაკიკი აწუხებს, ანუ როგორია მოხმარების წესი?

ეფექტური შედეგისათვის „ნერივიოს” გამოყენება უნდა დაიწყოს შაკიკის თავის ტკივილის, ან აურის დაწყებიდან 60 წუთის განმავლობაში. „ნერივიო“ თავსდება მკლავზე, ფიქსირდება მკლავის სახვევით, უნდა დაუკავშირდეს წინასწარ გადმოწერილ „ნერივიოს“ აპლიკაციას, ამის შემდეგ ხდება სეანსის ინტენსივობის განსაზღვრა. ხდება მკურნალობის ინტენსივობის რეგულირება, ისე რომ შეგრძნება იყოს ძლიერი, მაგრამ კომფორტული და არა მტკივნეული. აღსანიშნავია, რომ ერთი „ნერივიოს” საშუალებით შესაძლებელია 12 სეანსის ჩატარება, საშუალოდ ადამიანს 3-4 თავის ტკივილის შეტევა აქვს თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, „ნერივიოს“ მოწყობილობის გამოყენებას პაციენტი შეძლებს 3-4 თვის მანძილზე. „ნერივიო“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც გარკვეული უკუჩვენების გამო ვერ იღებენ მედიკამენტებს შაკიკის შეტევის მოხსნისთვის, ან ჭარბად უწევთ მედიკამენტების მიღება. ასეთი მომხმარებლებისთვის „ნერივიო“ არის გამოსავალი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ არამედიკამენტოზური გზით შაკიკის თავის ტკივილის მოხსნას.

– რამდენად აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა და როგორია დაინტერესება და გამოხმაურება აპარატის მიმართ?

შაკიკი ფართოდ გავრცელებული ნევროლოგიური პათოლოგიაა, მოსახლეობის დაახლოებით 10-დან 15%-ამდეა ამით დაავადებული და სტატისტიკურად, უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. დაავადებისთვის დამახასიათებელი ძლიერი თავის ტკივილის გამო, შაკიკი მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობას და ცხოვრების ხარისხს. ამის გამო, შაკიკი აქტუალური საკითხია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიახლე, რომელიც მისი მკურნალობის ტაქტიკაში შეიძლება ჩაერთოს. რა თქმა უნდა, საქართველოში „ნერივიომ“ გამოიწვია დაინტერესება, რადგან ის წარმოადგენს სიახლეს, ინოვაციას… უკვე მედიკამენტების გარეშე არის შესაძლებელი შაკიკის თავის ტკივილის მოხსნა, მარტივად გამოსაყენებელი სამედიცინო მოწყობილობით. „ნერივიო“ – როგორც მას უწოდებენ, წარმოადგენს ახალ ერას შაკიკის თავის ტკივილის მართვაში და მისი დროული გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება თავის ტკივილი და უმჯობესდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი. დარწმუნებული ვარ, „ნერივიოს“ პროექტი ძალიან წარმატებული იქნება საქართველოში, ამ ეტაპზე, მისი ფართოდ დანერგვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები