LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა” – ქვეყანაში პატარა და ფერად ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება

7
1

როგორია პანდემიის ეფექტი ავტობიზნესზე საქართველოში, რომელი მოდელებია ყველაზე მოთხოვნადი და რა სიახლეები დანერგა „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ – ამ ყველაფერზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების დირექტორმა მარიამ მელიაშვილმა ისაუბრა.

ამ ეტაპზე, რა ვითარებაა ბაზარზე, თუ გამოცოცხლდა გაყიდვები?

თავიდან, როდესაც კარანტინის შემდეგ გაიხსნა „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ – ველოდებოდით, რომ აქტივობა უფრო დაბალი იქნებოდა. გვეგონა, ეს პანდემია უფრო მეტად იმოქმედებდა ჩვენს ბიზნესზე, მაგრამ ჩვენი ნეგატიური მოლოდინები, საბედნიეროდ, არ გამართლდა და რეალურად, მივიღეთ ის, რომ დღესდღეობით აქტივობა საკმაოდ კარგია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სერვისის მიმართულებით მთელი კარანტინის პერიოდში ვმუშაობდით, თუ არ ჩავთვლით იმ 2-კვირიან პერიოდს, როცა ავტომობილით გადადაადგილებაც კი აკრძალული იყო. რაც შეეხება გაყიდვებს, მოგვიანებით გავიხსენით, რა თქმა უნდა, ყველა წესით დაცვით, მკაცრი რეგულაციებით. გახსნის შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ მაისიც, ივნისიც და პრინციპში, ივლისის თვეც, საკმაოდ დატვირთვით ვმუშაობთ. სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ. წინა წელთან შედარებით, გაყიდვებში კლება არის, თუმცა უფრო მეტ ვარდნას ველოდებოდით.

-რას სთავაზობს თქვენი ცენტრი მომხმარებლებს, რა ტიპის სერვისისა და მომსახურების მიღებაა თქვენთან შესაძლებელი?

გარდა იმისა, რომ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ „ტოიოტას“ უახლესი ორიგინალი მოდელები, ვინაიდან, ჩვენ ვართ „ტოიოტას“ ოფიციალური დილერი კომპანია, გვაქვს ასევე – სერტიფიცირებული სერვისცენტრი, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩაზე, 6 ნომერში. ამ პანდემიის პერიოდში, მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით პოპულარული იყო სერვისი „ტოიოტა კომფორტი“ – რაც გულისხმობს დისტანციურ მომსახურებას: შეგიძლიათ დაურეკოთ ჩვენს ოპერატორს, ის მოვა თქვენთან, წაიყვანს თქვენს ავტომობილს და უკვე გამზადებულს დაგიბრუნებთ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას.

-საიდან ხდება ავტომობილების იმპორტი და რამდენიმე მოდელი გყავთ ავტოცენტრში?

დაახლოებით 15-ამდე მოდელია ჩვენს ცენტრში წარმოდგენილი. გარკვეული ნაწილი ჩამოდის იაპონიიდან, ნაწილი – იწარმოება ტაილანდში, ნაწილი კი- თურქეთში. თუმცა, ყველა ეს ქარხანა არის „ტოიოტას“ ოფიციალური საწარმო. შემდეგ უკვე ამ ქვეყნებიდან, კომპანია „ტოიოტა კავკასიის“ დახმარებით, რომელიც არის „ტოიოტას“ ოფიციალური დისტრიბუტორი კავკასიის რეგიონში, ხდება ჩვენთან ამ ავტომობილების მოწოდება.

-რამდენად პოპულარული ბრენდია „ტოიოტა“ საქართველოში? ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, ასევე ფერი რომელია?

3 თვეში ერთხელ, აუცილებლად ვაკეთებთ ხოლმე საქართველოს ბაზრის ანალიზს. ბოლო წლების მონაცემებით, ახალი ავტომობილების ბაზრის 50%-55% გვიკავია ჩვენ – ანუ, „ტოიოტა“, როგორც ბრენდი, საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. რაც შეეხება მოდელებს, „პრადო“ არის ყველაზე პოპულარული მოდელი ჩვენს ქვეყანაში, „ტოიოტას“ მოდელებიდან. თუმცა, ნელ-ნელა გაიზარდა მოთხოვნა პატარა და ფერად ავტომობილებზეც. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო „ტოიოტა C-HR”, რომელიც არის იდეალური ავტომობილი როგორც ქალაქის მასშატბით, ისე ქალაქგარეთ. თავის დროზე, მოთხოვნა, ძირითადად, მუქ ფერებზე იყო, თუმცა, ეტაპობრივად, თეთრი და ფერადი მოდელები უფრო ტრენდული გახდა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ამიტომ, ნელ-ნელა უფრო დიდ აქცენტს ვაკეთებთ როგორც ფერად მოდელებზე. ასევე სულ უფრო მოთხოვნადია ჰიბრიდები. ამ ეტაპზე, გვყავს ჰიბრიდის 3 მოდელი, თუმცა მომდევნო წელს ვგეგმავთ ჰიბრიდების ახალი მოდელების დამატებას. წელს ვფიქრობთ, რომ ჰიბრიდები ჩვენს გაყიდვებში 30%-ს დაიკავებს. შარშან იყო 15-დან 20%-ამდე.

-რითია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გამორჩეული ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

ამ სექტორში კონკურენცია ძალიან დიდია. საკმაოდ ბევრი ცენტრია უკვე საქართველოში თავმოყრილი, მათ შორის: „ტოიოტას“ 2 ოფიციალური დილერია ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვიფიქროთ იმაზე, თუ რისი გაუმჯობესება შეგვიძლია. ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად კომფორტულები მომხმარებლისთვის, მაქსიმალურად ხელმისაწვდომები, შევთავაზოთ სხვადასხვა სახის სერვისები, ისეთი, რომელიც შეიძლება სხვას არ ჰქონდეს. ამის ხარჯზე ვცდილობთ, რომ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მოვიპოვოთ. მაგალითად,გვაქვს ისეთი უნიკალური აქცია, როგორიცაა: Trade-in. მომხმარებელს შეუძლია 2008 წლიდან გამოშვებული ნებისმიერი მარკის და მოდელის ავტომობილის ჩაბარება და სანაცვლოდ მისთვის სასურველი „ტოიოტა“-ს ახალი მოდელის შეძენა. ცენტრში მომხმარებლის ავტომობილი შეფასდება, დადგინდება მისი ღირებულება და ჩაითვლება თანამონაწილეობის თანხად, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შესაძლებელია ლიზინგით სარგებლობა საუკეთესო პირობით.

-მხოლოდ დედაქალაქში ხართ წარმოდგენილი, თუ რეგიონებშიც გაქვთ ფილიალები?

ამ ეტაპზე წარმოდგენილები ვართ მხოლოდ თბილისში, დასაქმებული გყვავს 100-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი პარტნიორი კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომლის შვილობილი კომპანიც ვართ. შესაბამისად, ისინი გვეხმარებიან – თუ რომელიმე სერვისია საჭირო რეგიონში, მაქისმალურად სწრაფად და ოპერატიულად მოვაგვაროთ ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, გვაქვს გარკვეული გეგმებიც გაფართოების კუთხით, რომლებზეც სხვა დროს აუცილებლად ვისაუბრებთ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მუდმივად ორიენტირებულები ვართ სიახლეებზე. ვცდილობთ, მეტი კომფორტი შევთავაზოთ მომხმარებლებს, მეტი აქცენტი გავაკეთოთ წინასწარ ჩაწერაზე სერვისის კუთხით, რაც დაუზოგავთ მათ დროს და არ მოუწევთ რიგში დგომა. თუ ჩაწერა წინასწარ მოხდება, გვაქვს სპეციალური აქციები და ბენეფიტები ასეთი მომხმარებლებისთვის. ახლახანს დავიწყეთახალი პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლებისთვის – „ტოიოტა კასკო“, რომელიც არის დაზღვევა. მომხმარებელს, გარდა იმისა, რომ ჩვენთან შეუძლია სასურველი მოდელის შერჩევა და საბანკო სერვისებით სარგებლობა, მას აქვს შესაძლებლობა, რომ დაზღვევაც ადგილზე ჩართოს და ახალი „ტოიოტათი“ მშვიდად გავიდეს ჩვენი ცენტრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები