LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ გსურთ საქმეში გქონდეთ შედეგი, მიეცით თავისუფლება პასუხისმგებლიან ადამიანებს” – FM ქოუჩი

5
giorgi-isakadzenews19

როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტური სიტუაციები გუნდში? სად გადის ზღვარი მენეჯერისა და თანამშრომლების გადაწყვეტილებებს შორის – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” BM.GE-ს მმართველმა პარტნიორმა გიორგი ისაკაძემ ისაუბრა.

21-ე საუკუნეში მიდგომები იცვლება და შემოდის მენეჯერული მართვის სტილი…ბოსი თუ ლიდერი?

ბოსი ახლაც ბოსობს, აქ არის საუბარი ეგრეთ წოდებულ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მართვაზე. მისაღებია, რომ გადაწყვეტილებები კომპანიის პროფილიდან გამომდინარე იყოს მიღებული ქვედა რგოლიდან… ადამიანებმა უნდა ისწავლონ და გამოიმუშაონ უნარები, გადაწყვეტილებები მიიღონ თავად, დაასაბუთონ ამ გადაწყვეტილებების სისწორე. პასუხიმგებლიანი და კორპორატიულად გამართული კომპანია ამას მხოლოდ წაახალისებს. ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ  ჩემი თანამშრომლები გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებლები არიან. BM.GE უკვე 3 წლისაა და უბრალოდ ვერ დადებდა შედეგს თუ ადგილზე, ქვედა დონეზევე არ იქნებოდა გადაწყვეტილებები მიღებული.

როცა მოდის ახალი თანამშრომელი, ის შეგყურებს თვალებში, მაგრამ ეს სრულდება რაღაც პერიოდის შემდეგ. ყველა თანაშრომელი პასუხიმგებელია თავის გადაწყვეტილებაზე. შეიძლება თემიდან გამომდინარე მათ დაჭირდეთ ჩემთან დაკავშირება. ძირითადად მეკითხებიან, რას ვფიქრობ, თუმცა ამას აყოლებენ თავის რეკომენდაციას.

გამოყენებია დირექტიული მართვის მეთოდი?

კი ცხადია და დღესაც ვიყენებ. ეგ ნაწილი არის ჩემი რისკი, შესაბამისად აქ ჩემი პასუხიმგებლობის ზღვარი გადის. თუ მეკითხებიან აზრს კონკრეტულ საკითხზე, იქ ცხადია ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ. შემდგომ ვჯერდებით. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა ჩემი პოზიცია არ გასულა, შეცვლილა, რადგან გვიმსჯელია და მიგვიღია გადაწყვეტილება, რომ ასე სჯობს კომპანიისთვის.

როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტური სიტუაციები  გუნდში?

ნებისმიერი კონფლიქტი, არასასიამოვნო სიტუაციები, არის ბოსის პასუხისმგებლობა. ადამიანი არის თავისუფალი და პასუხისმგებლიანი, ან ხელმძღვანელის დანახვისას კედელზე გაკვრისთვის არის განწირული. ჩვენს კომპანიას სჭირდება ახალი იდეები, არა პროვოკაციული, არამედ სწორი, გამართული, საქმიანი იდეების ადამიანები. იქმნება თუ არა კონფლიქტური სიტუაციები? იცით, ჩემამდე არც მოდის და ეჭვი მაქვს, არც არის მსგავსი სიტუაციები, იმდენად გაზრდილია კომპანია. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ადრე ყოფილა და ამ მხრივ შეცდომაც დამიშვია. ემოციების მართვა არა არის ჩემი ძლიერი მხარე. თუმცა, ამ გადაწყვეტილებებს დღეის მდგომარეობით არ ვნანობ.

ურთიერთობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები არ უნდა გადავიდნენ ზღვარს. ამ ღირებულებას, როგორიცაა ურთიერთობები, ჩვენი კომპანიის შიგნით ძალიან უფრთხილდებიან.

დაგიშვია თუ არა მენეჯერული შეცდომა?

კი ბევრჯერ. მთავარი შეცდომა ისევ მედიას უკავშირდება, მაგალითად: ყურადღება უნდა მიმექცია საავტორო უფლებებზე, თვითმყოფადი სტრუქტურის განვითარებაზე, დამაგვიანდა BM.Ge-ს შექმნა… არის შეცდომები, რომელიც მეც არ მეპატიება. შეცდომები მოსდის ყველას, მაგრამ ვერ ვპატიობ საქმეში ღალატს, ასევე უმადურობას. ესეც ჩემი, როგორც მენეჯერის შეცდომაა, ეს გადის კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც ასევე ჩემი არჩევანი იყო.

როგორი იქნება შენი რეკომენდაცია მენეჯერებისთვის?

თუ ადამიანებს სურთ საქმეში დადონ შედეგი, უნდა შემოიკრიბონ პასუხიმგებლიანი ადამიანები. მისცენ თავისუფლება მათ და შედეგსაც სწარაფად მიიღებენ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები