LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი მეთოდები – პროფესორი ზაზა ავალიანი გადაცემაში „პულსი“

19
zaza-avaliani-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

11 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორი, პროფესორი ზაზა ავალიანი სტუმრობდა, რომელმაც 21-ე საუკუნის ყველაზე მწვავე დაავადებასა და მასთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

– ბატონო ზაზა, რამდენადაც ვიცი, გამოცდილების გასაზიარებლად თქვენს ცენტრს უცხოელი მედიკოსებიც ხშირად სტუმრობენ. საინტერესოა, ტუბერკულოზის მკურნალობის რა ახალი მეთოდებით შეუძლიათ ქართველ სპეციალისტებს თავის მოწონება? 

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ჩვენი ცენტრის ნებისმიერი წარმატება უზარმაზარი კოლექტივის დაუღალავი შრომის და მონდომების დამსახურებაა. დღეს ფთიზიატრიული ქსელი, რომელიც თბილისის რეფერალურ ცენტრთან ერთად ცხრა რეგიონულ ცენტრსა და  პენიტენციალურ სისტემაში არსებულ შესაბამის დეპარტამენტს აერთიანებს, 200-ზე მეტი სპეციალისტითაა წარმოდგენილი, თუმცა ჩვენი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრის და დაავადებებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანადგომის და მხარდაჭერის გარეშე, რომელთანაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია განცხადება, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა გაეროს ტრიბუნიდან, როცა ქვეყნის მიღწევებზე საუბრისას, ერთ-ერთ პუნქტად სწორედ ჯანდაცვა და ტუბერკულოზთან ეფექტურად ბრძოლის მეთოდები დაასახელა, გლობალურმა მისიამ კი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დატოვა საქართველო, მანამდე კი, ჯანდაცვის მინისტრთან, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან, ბატონ ამირან გამყრელიძესთან გამართა შეხვედრა, იმდენად ეფექტურად შეაფასა საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა, რომ მისი განვითარება მთელი რეგიონის მასშტაბით გადაწყვიტა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისიის წევრებისთვის ციფრები აღმოჩნდა, მაგალითად, ტუბერკულოზის მკურნალობის შემთხვევაში გამოსავლებმა წამალმდგრადი ფორმებისთვის 67% -ს მიაღწია, რაც საკმაოდ სერიოზული ციფრია, რადგან გასულ წლებში, ახალი თაობის პრეპარატების შემოსვლამდე  20%-საც ვერ აღწევდა, ტუბერკულიოზით დაავადებულთა რიცხვი კი, 2 700-მდე შემცირდა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა, ამგვარი შედეგი არა მხოლოდ პრეპარატების, არამედ სწორი მენეჯმენტის, ჩვენი ფთიზიატრ-პულმონოლოგების და მთლიანად სამედიცინო პერსონალის დაუღალავი შრომის დამსახურებაა.

– რამდენად შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება ტუბერკულოზის მიმართ?

– სამწუხაროდ, ტუბერკულოზი სტიგმაა, რომლისაც ბევრს ეშინია, ბევრი კი, არასწორად აღიქმავს, რადგან ნაკლებად ფლობს ინფორმაციას. სხვათაშორის, ცრუ წარმოდგენების შექმნას გარემომ, ინფრასტრუქტურამაც შეუწყო ხელი, რომელიც წლების წინ მართლაც სავალალო მდგომარეობაში იყო, ახლა კი, უკვე მეექსვსე კლინიკა შენდება. აუცილებლად ხაზგასასმელია ბავშვთა ცენტრი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაკეთდა და ფასდაუდებელი საჩუქარი აღმოჩნდა როგორც ჩვენი პროგრამისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის, უმძლავრესი დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მოწყობაში ისევ ჯანდაცვის სამინისტროს და გერმანელი მედიკოსები დაგვეხმარნენ, შესანიშნავი საკონსულტაციო ცენტრი ფრანგი კოლეგების წყალობით შევქმენით, ორმა არაჩვეულებრივმა ამბოლატორიულმა ცენტრმა კი, რომლებიც ყოფილი დისპანსებრების ნაცვლად გაკეთდა და თამადროვე აპატრატურით აღიჭურვა სრულად დააკმაყოფილა თბილისელთა მოთხოვნილებები. ერთი დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს, მეორე კი, სულ მალე ამოქმედდება. ძალიან მახარებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ამუშავებაც, რომელიც პირველი სარეაბილიტაციო კონპლექსია საქართველოში.

– საინტერესოა, ახლა რა კვლევაზე მუშაობს თქვენი ცენტრი?

– მართლაც უამრავ კლვლევაში ვართ ჩაბმული, რომელთაგან 68 სწორედ ახლა სრულდება. იანვრიდან კი, ევროკავშირის მასშტაბურ საგრანტო პროგრამაში „ჰორიზონტ 20-20“ ჩავერთვებით, რომლის ბიუჯეტმა 80 მილიარდი შეადგინა. სხვათაშორის, საქართველოდან არცერთ სამეცნიერო ჯგუფს არ მიუღია მონაწილობა ამგვარ პროგრამაში, ჩვენ კი, მეორედ ვმონაწილეობთ გრანდიოზულ კვლევებში, რაც დარგის წარმომადგენელთა მაღალ პროფესიონალიზმზე მიანიშნებს.

– რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინება და როგორ ახერხებთ კლინიკის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას?

– მაქსიმალურად ვცდილობთ იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომელთა მთავარ მიზანს ტუბერკულოზთან ბრძოლის ტაქტიკისა და მეთოდების შემუშავება წარმოადგენს, რაც ჩვენს პერსონალს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს განვითარებასა და წინსვლაში ეხმარება. სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით მადრიდიდან, სადაც რესპირატოლოგთა უზარმაზარ კონგრესში 20 ათასი დელეგატის გვერდით ჩვენი ცენტრის მედიკოსებიც აქტიურად მონაწილობდნენ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები