LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ველოდებით განსაკუთრებით ჩვენს მომხმარებლებს და არა მარტო მათ“ – ქუთაისსა და ბათუმში PSP წლის მთავარ სილამაზის ფესტივალს გამართავს

13
პსპ (1)

კომპანია PSP-ს ორგანიზებით, წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი – PSP Beauty Fair, თბილისის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება. ღონისძიება ქუთაისში 21, 22, 23 ივლისს, ხოლო ბათუმში 30, 31 ივლისსა და 1 აგვისტოს არის დაგეგმილი. რა აქტივობები ელით სტუმრებს და რა მასშტაბის სილამაზის ფესტივალს გეგმავს PSP, ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სალომე პატარაიამ „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

რა ლოკაციებზე გაიმართება ღონისძიებები და რა აქტივობები ელით ფესტივალზე მოსულ სტუმრებს?

ღონისძიება ქუთაისში გაიმართება სპორტის სასახლეში, ახალგაზრდობის 96ა ნომერში, ხოლო ბათუმში ლადო ასათიანის 27 ნომერში, ასევე სპორტის სასახლეში. აქტივობებს რაც შეეხება, მომხმარებლებს ისევე როგორც თბილისში, აქაც დახვდებათ სხვადასხვა მასტერკლასები, პროცედურები, შეეძლებათ ადგილზე გაიცნონ ბრენდები, თავად მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში. იქნებიან როგორც თბილისში წარმოდგენილი მასტერკლასების წარმდგენი ადამიანები, ასევე გვეყოლებიან ქუთაისსა და ბათუმში მყოფი ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს და მათთვის საყვარელი და ნაცნობი სპეციალისტები არიან. სტუმრებს შეეძლებათ რომ მოვიდნენ ჩვენთან და უშუალოდ ამ ადამიანებისგან მიიღონ რჩევები და პროცედურები.

 

ახალი ბრენდების შესახებაც მიაწვდით ინფორმაციას მომხმარებლებს. რომელ ბრენდებზეა საუბარი?

თბილისში უკვე წარვადგინეთ ორი ახალი ბრენდი: „თეოლოჯი“ და კორეული ბრენდი „ვილიჯ 11“. ამ ორ ბრენდთან ერთად ქუთაისსა და ბათუმში გვექნება ახალი თმის მოვლის პროფესიონალური შვედური ბრენდის „რეფის“ წარდგენა, რომელსაც ადგილზე გაეცნობიან მომხმარებლები.

 

რა ინტერესების მქონე ადამიანები უნდა მოვიდნენ ფესტივალზე?

PSP-ში სილამაზის ფესტივალის ჩატარების იდეა დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა, უბრალოდ პანდემიამ შეგვიშალა ხელი გეგმის განხორციელებაში. ფესტივალზე მოსვლა ისეთი ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, ვინც მუდმივად ეცნობა სილამაზის ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებს, უყვარს თავის მოვლა, ბრენდების გაცნობა, პროდუქტების თავის თავზე დატესტვა, მოსწონს საჩუქრები, სიახლეები და უნდა, რომ თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ ყველაფერში. ჩვენი მიზანი პირველ რიგში ისაა, რომ მოსულ მომხმარებლებს დავახვედროთ განსხვავებული გარემო. თბილისში ჩატარებული ფესტივალის ფარგლებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საგამოფენო სივრცე, რასაც მიჩვეულია ჩვენი მოსახლეობა და რასაც ხშირად ესწრებოდნენ ხოლმე, სრულად გარდავქმენით და ძალიან განსხვავებული, გამორჩეული და ორიგინალური სივრცე დავახვედრეთ. ამას ბევრი აღნიშნავდა, რომ არც ეგონათ, რომ საქართველოში მოხვდნენ ასეთ სივრცეში. ეს ჩვენთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა და გადაგვაწყვეტინა, რომ ფართო მასშტაბზე გავიტანოთ და ქუთაისსა და ბათუმში ჩავატაროთ.

 

ზოგადად, მსგავსი ფესტივალების ჩატარების მიზანი რა არის?

ფესტივალები ბოლო პერიოდში პოპულარობით სარგებლობს. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც ერთ ადგილზე მიდიან და ეცნობიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდების უმრავლესობა მათთვის კარგად ნაცნობია და ყიდულობენ აფთიაქებში, ადგილზე მოსვლით იღებდნენ გამოცდილებას, ესწრებოდნენ მასტერკლასებს, თავის თავზე ტესტავდნენ პროცედურებს და პროდუქციას. ეს იყო სტიმული და მოტივაცია, რატომაც ჩვენთან მოვიდნენ.

 

გათვალისწინებულია სივრცეები ბავშვებისთვის, რა ელით მათ?

ჩვენ ფესტივალზე როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში მომხმარებლებს მთელი ოჯახით ველოდებით, გარემოც ისეა მოწყობილი, რომ მარტივად შეძლებენ მოსვლას. ბავშვებისთვის გვექნება ცალკე გამოყოფილი სივრცე, სადაც შეძლებენ, მათთვის შეიძინონ პროდუქცია, ასევე, გვექნება სახის მოხატვის პროცედურები და სხვადასხვა სიურპრიზი.

 

როგორ უნდა მოხვდნენ ფესტივალზე მსურველები?

როგორც თბილისის შემთხვევაში, ქუთაისსა და ბათუმშიც გვაქვს სარეგისტრაციო პლატფორმა სპეციალურად ამისთვის www.pspbeautyfair.ge – რომელზეც შეძლებენ, რომ გადავიდნენ რეგისტრაციის განყოფილებაში და ძალიან მარტივად სულ რამდენიმე გრაფის შევსებით გაიარონ რეგისტრაცია. დავაზუსტებ, რომ რეგისტრაციას შეძლებენ ადგილზეც, თუ უცებ გადაწყვეტენ, რომ გვესტუმრონ, მაგრამ წინასწარი რეგისტრაცია იმის გარანტია, რომ ადგილზე მოსვლისას მარტივად შეძლებენ ტერიტორიაზე შემოსვლას QR კოდის წარდგენით.

 

რატომ უნდა მოვიდნენ ფესტივალზე და რომელ დღეებში?

ქუთაისში ფესტივალი გაიმართება 21, 22, 23 ივლისს სპორტის სასახლეში, ახალგაზრდობის 96 ა ნომერში, ხოლო ბათუმში 30, 31 ივლისსა და 1 აგვისტოს ლადო ასათიანის 27 ნომერში, ასევე სპორტის სასახლეში. ველოდებით განსაკუთრებით ჩვენს მომხმარებლებს და არა მარტო მათ. გვინდა, რომ ის გამოცდილება, რაც ამდენი წლის მანძილზე გვაქვს ამ მიმართულებით სილამაზის ინდუსტრიაში გავაცნოთ და გავუზიაროთ და მივცეთ საშუალება რომ მათაც ადგილზე მიიღონ სხვადასხვა სახის გამოცდილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები