LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისწავლოთ მოსმენა, არა იმიტომ რომ ვუპასუხოთ, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ რას ამბობს ადამიანი“ – FM ქოუჩი

14
ninoefxoshvili-2020-10-28-07-57-24-112711

გადაცემის ლაივი LIVE

მოსმენა და სწორი უკუკავშირი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი ქოუჩმა, ტრენერმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.

რამდენი დონე აქვს მოსმენას?

მოსმენა კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მოსმენას აქვს 4 დონე.

მოსმენის პირველი დონე არის ..,,ჩამოტვირთვა (Downloading), ანუ მოსმენა ჩვევის დონეზე. ამ დროს კომუნიკაცია არაფერს გვმატებს, რადგან თანამოსაუბრეს თითქმის არ ვუსმენთ.

მეორე დონე არის ფაქტობრივი, ინფორმაციული, ანუ გარედან მოსმენა. აქ უკვე ვიწყებთ ახალი ინფორმაციის შემჩნევას, რაც აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ კომუნიკაციიდან მხოლოდ ფაქტები გვრჩება.

მესამე დონე ემპათიური მოსმენაა. ამ დროს შეგვიძლია სხვისი თვალით დავინახოთ მოვლენები, ეს არის მოსმენა გულის დონეზე (ღია გულით მოსმენა), ქართულად რომ ვამბობთ „გულისყურით მოსმენა“. მოსმენის ამ დონეზე კომუნიკაციის შედეგი გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა დონეებზე.

მეოთხე დონე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ე.წ. გენერაციული დონე, ანუ მოსმენა არცოდნის ველიდან. ამ დროს ვტოვებთ სივრცეს, რომ დაიბადოს რამე ახალი, რომ გავიგოთ. ადამიანი თავისუფალია წინასწარი განწყობისგან და კომუნიკაციის დროს იღებს სიახლეს.

 

 

რა გვიშლის ხელს რომ მოსმენის სიღრმეებში ჩავიდეთ?

არსებობს სამი ხელისშემშლელი ფაქტორი:

ღია გონებამდე მისასვლელად განკითხვის ხმა გვიშლის ხელს, რომელსაც უნდა მოვერიოთ, უნდა გავთავისუფლდეთ განკითხვის ძველი ჩვევისგან და ახალი თვალით დავინახოთ მოვლენები.

ღია გულამდე ჩასასვლელად ცინიზმის ხმა, უნდა გავთავისუფლდეთ ცინიზმისგან, უნდა გამოვიყენოთ ემპათია და სხვისი თვალით დავინახოთ მოვლენები.

და ბოლოს, ღია ნებასთან მისასვლელად შიშის ხმა გვეღობება და მასთან გასამკლავებლად დაგჭირდება ძველისგან გათავისუფლება და ახლის მიღება.

 

 

ეს ყველაფერი პრაქტიკაში მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია, მოთმინებით, შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვითა და უბრალოდ ძლიერი სურვილით, რომ კომუნიკაციას ჰქონდეს შედეგი. მოსმენის სიღრმისეული დონის გამომუშავება შესაძლებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა დონე გვჭირდება და ზოგჯერ უბრალოდ ჩამოტვირთვის დონეც საკმარისია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეფექტიანი კომუნიკაციისთვის, რაც მეტია მოსმენის დონე, მით უკეთესია კომუნიკაციის შედეგი.

რამდენად მნიშვნელოვანია სწორი უკუკავშირის გაცემა?

მოსმენის გარდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორი უკუკავშირის გაცემა. ჩვენი უკუკავშირი აუცილებლად უნდა იყოს განმავითარებელი, ანუ მისი გაცემის მიზეზი არის ის, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი. სანამ ვეტყვით ადამიანს რა გააუმჯობესოს, ჯერ უნდა ვუთხრათ რა გამოუვიდა კარგად, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვუთხრათ რა უნდა გააუმჯობესოს, მაგრამ არა ნაკლოვანებაზე მითითების ფორმით, არამედ რა იქნებოდა უკეთესი. და ბოლოს, ვისწავლოთ მოსმენა, არა იმიტომ რომ ვუპასუხოთ, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ რას ამბობს ადამიანი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები