მამუკა მდინარაძე მოადგილესთან, ლევან ხარაბაძესთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან, ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, დაათვალიერა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.
„დღეს ამ ქვეყანას ორი მთავარი გამოწვევა აქვს. ერთი ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მეორე გამოწვევა ეს არის გარე ჩარევები“