LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამას, რომელიც სულ მკაცრია, ბავშვი გულს არ გაუხსნის – მშობლების ჩართულობა ბავშვის აღზრდაში (ვიდეო)

2837

ჰუმანური პედაგოგიკის დამაარსებლის შალვა ამონაშვილის ვიდეოსიუჟეტების სერია გრძელდბა. ამჯერად ბატონი შალვა ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლების ჩართულობაზე საუბრობს.

„სამ წლამდე უფრო დედა ზრდის ბავშვს იმიტომ, რომ ბავშვი მიჯაჭვულია კვებაზე, წვრილმან ზრუნვაზე და დედის გავლენა უფრო ძლიერია. შემდგომ შემოდის მამა. ადრეც შემოდის რა თქმა უნდა დედას ეხმარება მაგრამ, როგორც აღზრდის ძალა მამა შემოდის 3-4 წლიდან და მერე და მერე უფრო ძლიერდება.

მამა, რომელიც სულ მკაცრია და შუბლშეკრულია, ასეთ მამას ბავშვი არ გაუხსნის გულს და როცა მოზარდი გახდება, უფრო და უფრო ჩაიკეტება ასეთი მამისთვის.

მამამ თოთქოს იცის შვილი, თითქოს დედამაც იცის შვილი მაგრამ, შვილი რითი ცხოვობს როცა მათთან არ არის, ეს არცერთმა არ იცის და შეიძლება სწორედ ის მეორე ცხოვრება იყოს ძალიან სახიფათო ბავსვისთვის,“ – აცხადებს ამონაშვილი.