LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა სიმონის შვილის, ლისა სიმონისა და “ალილოს“’ არაჩვეულებრივი დუეტი

181
ninasimone20102

Jazz and Wine – “ისთერნ ფრომოუშენსის“ კიდევ ერთი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც კახეთში იმართება, კერძოდ კი, წინანდალში, ლეგენდარული ნინა სიმონის ასევე მომღერალ ქალიშვილს, ლისას მასპინძლობს. ლისა თავის ჯგუფთან ერთად საქართველოში კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. ლისას არაჩვეულებრივი მუსიკალური საღამო მოუწყვეს და ანსამბლ “ალილოს” წევრებს შეახვედრეს, რომლებსაც ჯერ მოუსმინა და იტირა, შემდეგ კი მათთან ერთად შეასრულა სიმღერა, რომელზეც ახლა ქართველებს მოერიათ ცრემლი. გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა.

ვიდეო: ნინო გაგუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები