LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის“ – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი (ვიდეო)

459

„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის,“ – ასე უპასუხა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, ლაშა ქოჩიაშვილმა კითხვას იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის ერთერთ წევრს ქართული ოცნებისთვის აქვს თანხა შეწირული.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა დაინტერესდა, იზიარებდა თუ არა ქოჩიაშვილი მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ შეხედულებებს, რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ მისი ოჯახის წევრს ოცნებისთვის თანხა არ შეუწირავს, რადგან სიდედრი ოჯახის წევრი არ არის.

„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის. ფიქრია კამლაძეს აქვს გაკეთებული შემოწირულობა, როგორც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი. იგივე წარმატებით, შეიძლება თქვენს ნათესავსაც ჰქონდეს შეწირულობა გაკეთებული და არ იცოდეთ. ეს არაფერზე არ მიუთითებს“, – განაცხადა ქოჩიაშვილმა.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლის მოსმენა ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. ლაშა ქოჩიაშვილი სასამართლო სისტემაში 1999 წლიდან მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები