LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო კილაძე ადასტურებს რომ მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა (ვიდეო)

1067

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

დეპუტატის განცხადებით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. სოფიო კილაძე ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

“ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის ძალადობის მსხვერპლი. მე ვარ მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, პარლამენტის წევრი აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. მე ვუფრთხილდები ჩემი გარშემო მყოფების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ასევე ჩემ არასრულწლოვან შვილს. აქედან გამომდინარე, მეტს დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით” , – განაცხადა ,,კურიერთან” კილაძემ.

ინფორმაცია, რომ  ერთ-ერთ დეპუტატზე ქმარმა იძალადა და მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები