16 წლის შვედი გოგონა გრეტა ტუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი სამუშაოსთვის, რომელსაც ის ახალგაზრდებს შორის კლიმატის ცვლილებების საკითხზე ეწევა. გრეტა გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე ემოციური სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერები მკაცრად გააკრიტიკა. ტუნბერგმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა მას ბავშვობა „ცარიელი სიტყვებით“ მოჰპარეს. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერების დაშვებით ეკოსისტემები ნადგურდება, პოლიტიკოსებს კი მხოლოდ ფული ადარდებთ.