LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ალბათ იცანით – ლიზა ჩიჩუაა, ეს „ჯენტლმენი“ კი ჩვენი ლევანიკო“ – ლევან კბილაშვილის დედა საზოგადოებას უცნობ კადრებს უზიარებს

12646

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა საზოგადოებას აქამდე უცნობ ვიდეოკადრებს უზიარებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ლევან კბილაშვილი და ლიზა ჩიჩუა ასრულებენ სიმღერას: „ოღონდ შენ გამიღიმე, და“.

ლევან კბილაშვილის დედა ვიდეოსთან ერთად ემოციურ ტექსტს აქვეყნებს:

„ეს პატარა გოგო ალბათ იცანით – ლიზა ჩიჩუაა, ეს „ჯენტლმენი“ კი ჩვენი ლევანიკო. აი, ასეთია ჩვენი „სიყვარულის“ ბიჭი – უხარია ყველას წარმატება.

არ ეშლება არსად და არავისთან არაფერი და მთავარი ის არის, რომ ის რასაც სცენაზე აკეთებს – ექსპრომტია, იმ წუთის გააზრებული და გადმოცემული. ალალი და მართალი. აი, ასეთია ჩვენი ბიჭი… ლევანო“, – წერს ლევან კბილაშვილის დედა.

შეგახსენებთ, მომღერალი ლევან კბილაშვილი 21 ივნისს გარდაიცვალა. ლევანი საზოგადოებამ მუსიკალურ პროექტ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო, მოგვიანებით კი მან საკუთარი ჯგუფი შექმნა და წარმატებული კარიერა ჰქონდა.

,,ერთი თვე ხდება უშენოდ დედი, ყველგან შენ გეძებ, ყველგან შენი ხმა მესმის, ვეღარ ვუძლებ” – რა ვიდეოს ავრცელებს ლევან კბილაშვილის დედა

ვიდეო: ლევან კბილაშვილის აქამდე უცნობი ჩანაწერი და ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ გამოაქვეყნა

ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიცია „გახსენება“ – მომღერალმა აჩიკო ბერიძემ სიმღერა ლევან კბილაშვილს მიუძღვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები