LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიცია „გახსენება“ – მომღერალმა აჩიკო ბერიძემ სიმღერა ლევან კბილაშვილს მიუძღვნა

27264
aCiko beriZe

მომღერალი აჩიკო ბერიძე გარდაცვლილ მომღერალ ლევან კბილაშვილს სიმღერას უძღვნის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თუთი მაცაბერიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიცია „გახსენება“ ეძღვნებათ წასულ მეგობრებს და ახლობლებს, რომლებსაც სხვა ცხოვრებაში შეხვდებიან.

„აჩიკო ბერიძის სოლო კონცერტი

ჩვენი სიმღერაც ექსკლუზიურად შესრულდა

ეს გახლავთ ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიცია, რომელიც ომგერისთვის შექმნა 2005 წელს მისი გარდაცვალების ღამეს. მას “გახსენება” უწოდა.

მე და აჩიკომ ის სიმღერად ვაქციეთ 1 წლის უკან საოცარი ადამიანების დახმარებით. ეს საჩუქარი რატომ ეკუთვნოდა აჩიკოს, სიმღერის მოსმენის შემდეგ მიხვდებით. აჩიკოს საღამოს ვესწრებოდი “ზაზანოვაში” წლების უკან და იქ გაჩნდა სწორედ იდეა, რომ ეს კომპოზიცია მხოლოდ მაცაბერიძეების ოჯახში არ უნდა დარჩენილიყო, რომ ბასილაიას საოცარი კომპოზიცია ყველასი უნდა ყოფილიყო. აჩიკო ვიცოდი რომ ყველაზე კარგად მოიტანდა თქვენამდე.

გარდა იმისა, რომ ის ჩემი მეგობარია, ვფიქრობ ასეთ ემოციას სხვა ვერავინ ჩადებდა ამ სიმღერაში. ვფიქრობ ეს კომპოზიცია ბუთხუზის საუკეთესო ნამუშევარია, რადგან ძალიან სუფთა გრძნობებსა და ემოციებზეა შექმნილი.

ეს სიმღერა ეძღვნებათ ჩვენს წასულ მეგობრებს და ახლობლებს, რომლებსაც სხვა ცხოვრებაში შევხვდებით. ყველას ვინც დააკლდა თბილისს და არამარტო, ალექსანდრე ბასილაიას თამადობით. აჩიკო კი დღეს თავის მეგობარს ლევან კბილაშვილს უძღვნის ამ საოცარ სიმღერას

მადლობა შენ ამ შესრულებისთვის, მომავალში გამორჩეული კლიპი გველოდება, რომელიც მთელი საქართველოს ნაწილად იქცევა
Davit Mazanashvili რომ არა თქვენ ეს სიმღერა ასეთი საოცარი არ გამოვიდოდა და ამისთვის დიდი მადლობა

Nana Cincadze მადლობა სიმღერის ტექსტისთვის, სწორად რომ გადმოეცით გრძნობები ყველასთვის

ყველაზე დიდი მადლობა ქალბატონ ლუიზას, რომ დაგვთანხმდა სიმღერის შექმნაზე მისი მეუღლის კომპოზიციაზე.

მადლობა მთელ ბასილაიების ოჯახს“, – წერს თუთი მაცაბერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები