LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ბერიძე ლევან კბილაშვილს ემშვიდობება: „ერთად ვცხოვრობდით, დღე არ გავიდოდა ერთმანეთის გარეშე… ვაახ, შენ ვინ ყოფილხარ ბიჭო!..“

30890
აჩიკო ბერიძე

ახლახან გარდაცვლილი ახალგაზრდა მომღერლის, ლევან კბილაშვილის შესახებ მისი კოლეგა, „ალილოს“ წევრი აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს:

„ერთად ვცხოვრობდით, დღე არ გავიდოდა ერთმანეთის გარეშე, ავყავდი თავის თიანეთში – სიონში და ბედნიერი იყო, რომ მმასპინძლობდა, მერე მე ბათუმში და ასე… ბევრს ვსწავლობდი მისგან, მსგავსი კეთილი არავინ მინახავს და ლევანისნაირი ერთგული კაცი არ შემხვედრია.

მიხაროდა, რომ კარგად იყო და მღეროდა, სიმღერით ცხოვრობდა!

მართლა ყველას უყვარდა და უხაროდა მასთან ერთად ყოფნა, დიდს თუ პატარას.

ძალიან, ძალიან მომენატრები ძმაო.

ვაახ, შენ ვინ ყოფილხარ ბიჭო !“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები