LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 4 მსხვილი, ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა დასახლება თბილისში

358
245308581-245515350860169-3511680000920155215-n

განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, საქართველოში კერძო სახლების გამრავლების ტენდენცია გამოიკვეთა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მიმართ. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების გზამკვლევი საქართველოში „ფროფერთი ჯორჯია“ მკითხველს ქართული დეველოპერული ბაზრის 4 ყველაზე მსხვილ და ინოვაციურ დახურული ტიპის პროექტს აცნობს.

ეს პროექტებია:

„ლისი ტოპოგრაფი“, რომელიც ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. პროექტის მთავარი იდეაა ქალაქის ტერიტორიაზე შექმნას დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და დაცული დასახლება. ის ლისის ტბიდან მხოლოდ 350 მეტრში, 42 ჰექტარზე განთავსებული ერთადერთი პროექტია, რომელიც მოიცავს 244 მიწის ნაკვეთს კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის.

„ლისი ვერანდა“ იგივე „მწვანე ქალაქი ლისზე“ – ეს არის ფართომასშტაბიანი პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ, რომელიც 355-მდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობს. პროექტი ამკვიდრებს მწვანე მიდგომებს უძრავი ქონების ბაზარზე, მაგალითად, როგორიცაა: კონცეფცია 80/20 – რომელიც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს გამოყენებას სამშენებლოდ, ხოლო დანარჩენი 80%-ის გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას ეთმობა.

„თბილისი ჰილსი“ თბილისის ზემო ნაწილში, შავნაბადას მონასტერთან 331 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებული პრესტიჟული პროექტია. ის მდებარეობს თავისუფლების მოედნიდან 20 წუთის სავალზე და აერთიანებს მიწის ნაკვეთებს, თაუნ ჰაუსებს და აპარტამენტებს. „თბილისი ჰილსის“ ტერიტორია 5000-მდე ოჯახზეა გათვლილი.

„კრწანისი ვილა რეზიდენსის“ კომპლექსი განლაგებულია თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ. 20 ჰექტარზე გაშენებული პროექტი რამდენიმე განსხვავებული ტიპის საცხოვრებელს აერთიანებს.  „კრწანისი ვილა რეზიდენსი“ ქართული ინოვაციური პროექტია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2010 წელს და მისი მთავარი ამოცანა ქალაქის ცენტრთან ახლოს განსხვავებული, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი რესორტის ტიპის საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

კერძო სახლებზე გაზრდილ მოთხოვნაზე წერდა გასულ თვეს Colliers Georgia-ც. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო წლებში, თბილისში და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა მზარდი იყო.

განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ შეიცვალა ბაზარი პანდემიის პირობებში, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა მსგავსი ტიპის მიწის ნაკვეთებზე და როგორი ტენდენცია შეინიშნება ფასების მხრივ. ამ მიზნით, „კოლიერს ჯორჯიამ“ მიმოიხილა საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბაზარი თბილისსა და მის შემოგარენში. კვლევის ფარგლებში ტრანზაქციების რაოდენობა, საშუალო ფასი და ბაზრის მოცულობა არის გააანალიზებული. საკვლევი პერიოდი მოიცავს 2019, 2020 წლებს და 2021 წლის პირველ ნახევარს.

Colliers Georgia-ს ცნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში, თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ, საკვლევ არეალში ლიდერობენ წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა. აღნიშნულ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

Colliers Georgia-ს ინფორმაციითვე, წყნეთში მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები