LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 40 დევნილ კურსდამთავრებულს თვითდასაქმების მიზნით ტექნიკა გადაეცა

195
103457799-3027306777324999-4941978289509371145-o

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. ბენეფიციარები პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებული დევნილები არიან. მათ  სახელობო იარაღები, რაც საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ. თავად შეარჩიეს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის  მიზანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე და უკვე თავად შექმნან სამუშაო ადგილები. მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და თვითდასაქმების წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამავე პროექტის ფარგლებში, ახალი განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად უკვე ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ და კიდევ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g