LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Porsche 911 ძარით 993 აუქციონზე ვერ გაყიდეს. ისევ…

104
ახალი Porsche 911 ძარით 993 აუქციონზე ვერ გაყიდეს

ახალი Porsche 911 ძარით 993 აუქციონზე ვერ გაყიდეს. ისევ. აშშ-ში აუქციონზე Bring & Trailer იდეალური 911 გამოჩნდა. კაბრიოლეტმა ორი მეპატრონე გამოიცვალა, თუმცა ოდომეტრის მაჩვენებელი მხოლოდ 279 მილია (449 კილომეტრი). აუქციონზე მოდელი მეორედ გამოაქვთ და ორივე შემთხვევაში გაყიდვა ვერ მოხერხდა. პირველ შემთხვევაში მაქსიმალური ბიდი 181 ათას დოლარზე გაიყინა, მეორე შემთხვევაში კი ფინალურმა ნიშნულმა 150 ათას დოლარი შეადგინა.

კაბრიოლეტის მდგომარეობა დოკუმენტურად დასტურდება: არ არსებობს  ინფორმაცია ავტო საგზაო შემთხვევების თუ გარბენის შემცირების შესახებ.

Porsche 911-ის კაპოტის ქვეშ 6 ცილინდრიანი 3,6 ლიტრის ატმოსფერული ძრავაა განთავსებული. აგრეგატი 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ასეთი კაბრიოლეტის მასა 1,4 ტონაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები