LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახლო აღმოსავლეთში კლასიკური ამერიკული ავტომობილების კოლექცია იპოვეს

46
oldamericancars

ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც ბაჰრეინის ერთ–ერთ ფარეხშია გადაღებული. კადრების ავტორმა ბაბუამისის საწყობში კლასიკური ავტომობილების მთელი კოლექცია იპოვა. ბევრი წლის უძრავად გატარების გამო ავტომობილები ჟანგის დიდი ფენით იყო დაფარული.

უჩვეულო აღმოჩენის ავტორი ბაჰრეინელი ჯეია. როგორც გაირკვა, მისი ბაბუა კლასიკური ავტომობილების დიდი თაყვანისმცემელი იყო და აშშ–დან სხვადასხვა ავტომობილებს იწერდა.

მის კოლექციაშია ისეთი მოდელები როგორიცაა – Chevrolet Impala, Plymouth Volare და Pontiac GTO 1970 წლის გამოშვება. გარდა ამისა, ჯეიმ ფარეხის ტერიტორიაზე განცალკევებით განთავსებული ძრავიც იპოვა და ეს ძრავი ძალიან ჰგავს ლეგენდარულ Hemi V8–ს.

წლების განმავლობაში უძრავად ყოფნამ ავტოკოლექციას დიდი ზიანი მიაყენა. ყველა ეგზემპლარი ჟანგისა და ქვიშის დიდი ფენითაა დაფარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g