ამერიკული კლასიკური ავტომობილების და რეტრო ავტომობილების უდიდესმა საზოგადოება Mad Bucks-მა 2025 წლის ზაფხულის სეზონის გახსნა, ტრადიციულად მასშტაბური შეხვედრით აღნიშნა.
ცენტრალური ადგილი გამორჩეული და უნიკალური ავტომობილებისთვის იყო გამოყოფილი და ღია ცის ქვეშ გასაოცარი მუზეუმი მოეწყო.
მზიანი ამინდის დამსახურებით მონაწილეთა რაოდენობა განსაკუთრებით ბევრი იყო, მაყურებელი კი კიდევ უფრო მეტი.
ყველაზე საინტერესო ავტომობილები ავტო ჟურნალისტებმა ფოტოგალერეაში შეაგროვეს.










