„ლუი ვიტონის“ გაზაფხულ-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება ,,პარიზის მოდის კვირეულზე” უდავოდ ვარსკვლავური გამოდგა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავები. მათ შორის ანა ადე არმასი, რომელიც „ბონდის“ ბოლო ფილმის გამოსვლის მერე განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ასევე „ლუი ვიტონის“ სახე, ალისია ვიკანდერი და ბრიტანელი მსახიობი ფიბი დაინევორი. ყველა მათგანი ცხადია, ბრენდის სამოსში იყო გამოწყობილი.
მაგალითად ანა დე არმასმა არჩევანი „ლუი ვიტონის“ მინი-კაბაზე გააკეთა. ეს გახლდათ ვარდისფერი კაბა ღილებით და მინიმალისტური დეტალებით, ალისია ვიკანდერს ბრენდის თეთრი კაბა ეცვა, რომელიც ულამაზეს ჟაკეტთან ჰქონდა შეხამებული. სხვათა შორის ვიკანდერი და არმასი ერთნაირი ,,შუზებით” გამოჩნდნენ ჩვენებაზე. რაც ეხება ფიბი დაინევორს, ის ულამაზეს ვერცხლისფერ ორეულში პოზირებდა ფოტოგრაფებთან.