ჟურნალი Elle-ს ნოემბრის ნომერის გარეკანი საკულტო მსახიობებმა, სელმა ჰაიეკმა, გალ გადოტმა, ჯენიფერ ჰადსონმა, ჰოლი ბერიმ და სხვა ვარსკვლავებმა დაამშვენეს.
ყველა შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ანჯელინა ჯოლიმ დაიმსახურა.
ის ჯერ აუზთან, ჭიქით ხელში, საკმაოდ ექსტრემალურ ვითარებაში პოზირებს, შემდეგ კი ჰამაკში ზის და ხელში ჟურნალი უჭირავს.
46 წლის ანჯელინას ფოტოები საოცრად შთამბეჭდავია.