ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს და პოსტს გვიზიარებს.
აღსანიშნავია, რომ მან ილიასთან დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ, თავისი კადრი და ცხოვრებისეული პოსტი პირველად გააზიარა.
ჯორჯინა აქამდე მხოლოდ შვილის შესახებ წერდა და ოჯახურ ტექსტებს გვთავაზობდა.
„არავის შეუძლია რომ შენი ძალა, განვითარებისკენ სწრაფვა, მონდომება და თავდაჯერებულობა წაგართვას. ეს ადამიანისთვის ყოველთვის დიდი ჯილდოა“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, რაც ესპანური და ქართული მედიები, UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორებაზე საუბრობენ. თავად წყვილს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, ეჭვი საზოგადოებაში იმ ფაქტმა გააჩინა, რომ ჯორჯინას და ილიას სოციალურ ქსელში გამოწერები გაუქმებული აქვთ და საერთო ფოტოები წაშლილია.
ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი დაშორდნენ? რას წერენ ესპანური ტაბლოიდები და რა ხდება ცნობილი წყვილის სოციალური ქსელიდან:
თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ხავიერ ოიოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ „წყვილის ახლობელმა წრემ დაადასტურა ეს ინფორმაცია“.
ვიდეოში ოიოსმა განმარტა, რომ მისმა წყარომ უთხრა, „არ ვიცი დაგიდასტუროთ თუ არა, რომ ეს დაშორება საბოლოო იქნება, რადგან ბევრი რამ აქვთ საერთო და ყველაფრისთვის იბრძვიან“. ესპანური მედია წერს, რომ ურთიერთობა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს დასრულებული, თუმცა ამჟამად ემოციური დისტანციის რთულ პერიოდს გადიან.