ამერიკელი მსახიობი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ლოს-ანჯელესში არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოჰყვა. ავარიის შედეგად შვარცენეგერი არ დაშავებულა, „ტოიოტას“ მძღოლ ქალს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მსახიობის „ჯიპი“ „ტოიოტა პრიუსს“ შეეჯახა, რის შემდეგაც შვარცენეგერის ავტომობილი „ტოიოტას“ სახურავზე აღმოჩნდა.
ფაქტის ამსახველ ფოტოებს უცხოური გამოცემები ავრცელებენ.