LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ასაკოვანი გერმანელი წყვილი, რომელიც ექსცენტრიული სტილით ყველას ყურადღებას იქცევს

567
germancouple

დახვეწილი გემოვნება, ეპატაჟური სტილი და უდიდესი შარმი – გერმანელი ცოლ–ქმარი სადაც არ უნდა გამოჩნდეს ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა.  ბრიტნი კანჯა და გიუნტერ კრაბენჰოფი კარგა ხანია ვერცხლის ასაკში იმყოფებიან, თუმცა ეს არ უშლის მათ ხელს რომ ბერლინში გამართული ყველა კულტურული თუ სოციალური ივენთის სტუმრები იყვნენ და საცეკვაო მოედნებიც დაიპყრონ.

წყვილი სადაც არ უნდა წავიდეს, მასისსგან თავისი მოდური ლუქებით გამოირჩევა. ბრიტი და გიუნტერი საოცარი გემოვნების პატრონები არიან და ჩვეულებრივი სამოსისგან ნამდვილ შედევრებს ქმნიან.

გიუნტერი ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა და მას ყველა ჰიპსტერი ბაბუს სახელით ცნობს. მიუხედავად ბევრი ადამიანის მოლოდინისა, მოდური ბაბუ მოდის სამყაროში არასდროს ყოფილა დასაქმებული.

„მოდის სფერო ყოველთვის ძალიან მომწონდა. თუმცა, არასდროს გამიკეთებია ის რაც მართლა მინდოდა და ყოველთვის ჩემს მშობლებს ვუჯერებდი, თავიდან გამიჭირდა, თუმცა შემდეგ შევეჩვიე და ნორმალური სამსახური მქონდა“, – მშობლების მითითებით გიუნტერი მზარეული გახდა.

ტანსაცმელი ყოველთვის მის სისუსტედ რჩებოდა და მისი სტილი წლებთან ერთად იცვლებოდა. გიუნტერისთვის ჩაცმულობა შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნასთან ასოცირდება.

მსგავსი მისწრაფებები აღმოაჩნდა მის მეორე ნახევრსაც და ცოლ–ქმარს განუმეორებელი სტილი ჩამოუყალიბდა.

 

magti 5g