მსოფლიოში უამრავი ტუნინგ-ატელიე არსებობს და თითოეულს თავისი ხელწერა აქვს. ამის დამსახურებით ერთი პროექტის მეორისგან განსხვავება თითქმის უშეცდომოდაა შესაძლებელი.
თუმცა, ზოგიერთი ატელიე სხვების ფონზეც კი განსაკუთრებით გამორჩეულად გამოიყურება. მაგალითად MAnsory-ს სპეციალისტებმა ცნობადობა ყველაზე გიჟური მოდელების შექმნით მოიპოვეს.
გერმანელები მხოლოდ ვიზუალზე არ ჩერდებიან, აძლიერებენ ძრავებს, თავიდან კერავენ სალონებს და მოდელებს ნამდვილ ეპატაჟურ სტილს სძენენ.
მოდით თვალი გადავავლოთ ატელიეს ყველაზე ბოლო ქმნილებებს.