LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბელა ჰადიდის საოცარი „ლუქი“ წვიმიან ნიუ-იორკში

238
safe-image

24 წლის მოდელის, ბელა ჰადიდის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ცოტა ხნის წინ, პორტალმა Page Six ინფორმაცია გაავრცელა, რომ 24 წლის მოდელი ბელა ჰადიდი, ლეგენდარული მსახიობის, ჯეკ ნიკოლსონის 21 წლის შვილიშვილს, დიუკს ხვდება.

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მოდელი პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდა. ვარსკვლავი ამჯერად ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს, მან „მაიკლ კორსის“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილოება და კამერების წინ საოცარი „ლუქები“ წარმოადგინა.  მან ცისფერ და ლურჯზოლებანი მოკლე კაბა მოირგო, ხელში კი გამჭირვალე ქოლგა ეჭირა.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს 24 წლის იუბილე აღნიშნა, ის უახლოეს მეგობრებთან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები