9 ოქტომბერს, მოდელი ბელა ჰადიდი დაბადების დღეს აღნიშნავს, ვარსკვლავს 24 წელი შეუსრულდა. ამ დღის აღსანიშნავად ბელა და მისი საუკეთესო მეგობრები პირადი თვითმფრინავით სამოგზაუროდ გაემართნენ. გოგონები დღესასწაულს ტბაზე ზეიმობენ. მხიარულება მათ ჯერ კიდევ თვითმფრინავის ბორტზე დაიწყეს, უამრავი ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„მე თავს საოცრად იღბლიან ადამიანად ვგრძნობ, ზოგადად დაბადების დღეს პომპეზურად არასდროს აღვნიშნავ, თუმცა წელს დიდი ზეიმის მოწყობა მომინდა. მე და ჩემი მეგობრები უკან მოსაბრუნებელი ბილეთის გარეშე მივფრინავთ“, – დაწერა იუბილარმა.