ბერა ივანიშვილი მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან და ვაჟთან, ბერუკასთან ერთად, უკვე საკმაო ხანია, რაც სამხრეთ კორეაში გაემგზავრა. როგორც ამბობენ, იქ დასასვენებლად არის წასული, თუმცა, როგორც გავიგეთ, პარალელურად, საინტერესო მუსიკალური საქმიანობითაც არის დაკავებული, რომლის შედეგებსაც მალე ვიხილავთ.
სეულშია ნანუკას დაც, ანი გუდავაძეც, რომელიც წყვილს თან მეუღლესა და შვილთან ერთად ახლავს. ის ოჯახთან ერთად სეულის სხვადასხვა ულამაზეს ადგილსა და ღირსშესანიშნაობას სტუმრობს და გამომწერებს ფოტოებით ანებივრებს.
დებმა გუდავაძეებმა ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც პირბადეებით არიან გადაღებულები.
ანიმ „ინსტაგრამზე“ ასევე გააზიარა რამდენიმე ფოტო, რომელიც სეულში მის ვოიაჟს ასახავს.
ანის „ინსტაგრამის“ გვერდზე ასევე ნახავთ უსაყვარლეს ფოტოს, რომელიც თავის ვაჟსა და დისშვილს, ბერუკას ერთად გადაუღო.