LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი პირბედეებით ირუჯებიან

272
20200623-brit-post

ხანგრძლივი თვითიზოლაციის შემდეგ, 38 წლის ბრიტნი სპირსი და 26 წლის სემ ასგარი  სახლიდან გავიდნენ.  გუშინ სპირსმა  „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც ის და თავისი შეყვარებული სანაპიროზე ნებივრობენ.

„ყველაფერი რაც გჭირდება, სიყვარული და სანაპიროა“, – ასე დაასათაურა ბრიტნიმ ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ წყვილს კორონავირუსისგან დამცავი პირბადე სანაპიროზეც უკეთია, რამაც გამომწერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„მგონი სანაპიროზე პირბადე ზედმეტია“, „კანონმორჩილი ვარსკვლავები“ – წერენ კომენტარებში

შეგახსენებთ,  წყვილი ერთად უკვე 4 წელია რაც არის, ბრიტნი სპირსი ღიად აცხადებს, რომ მას ურთიერთობის ახალ ეტაპზე სურს გადასვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები