LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჩინელ ჟურნალისტებს Xiaomi Su7-ის ფოტოების გავრცელებისთვის მილიონიანი ჯარიმა ემუქრებათ

127
Xiaomi-Su7

3 მილიონი იუანი($419 850) – სწორედ ამდენს შეადგენს ჯარიმა Xiaomi Su7-ის ფოტოების უკანონოდ გავრცელებისთვის. ამ თანხის გადახდა მოუწევთ ჩინელ ჟურნალისტებს, რომლებმაც ინფორმაციის კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვიეს და ახალი მოდელის Xiaomi SU7-ის კადრები ქსელში გაავრცელეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩინური კომპანიის ახალი ელექტროქარის შექმნაზე 3,4 ათასი ინჟინერი მუშაობდა და პროექტის ინვესტიცია 10 მილიარდი იუანი (1,4 მილიარდი დოლარი) იყო.

Xiaomi SU7 წარმოადგენს 4 კარიან ელექტროქარს, სპორტული დიზაინით. სიახლე აპირებს რომ Porsche Taycan-ს და Tesla Model S-ს გაუწიოს კონკურენცია, რასაც ბევრად ბიუჯეტური ფასით შეძლებს.

მოდელის წარმოება დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს, გაყიდვაში კი სიახლე 2024 წლის თებერვლიდან ჩაეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები