კინოკომპანია 20th Century Studios ასრულებს მუშაობას ახალ ფილმზე სახელწოდებით „ბოლო დუელი“, რომლის პირველი ტრეილერი ინტერნეტში უკვე გავრცელდა. რიდლი სკოტის ახალი ისტორიული დრამა ვარსკვლავურ შემადგენლობას აერთიანებს. ფილმში მთავარ როლებს ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ აფლეკი და დეიმონი ფილმის სცენარისტებიც არიან.
ვიდეო: რიდლი სკოტის ახალ ისტორიულ დრამაში ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის ცნობა შეუძლებელია
ცოტა ხნის წინ მეტმა ფილმის შესახებ ისაუბრა და გულშემატკივრებს იმასაც დაჰპირდა, რომ მომავალში ის და ბენი გაცილებით ბევრს გააკეთებენ ვიდრე წარსულში.
„ჩვენ სცენარი ცალ-ცალკე დავწერეთ, შემდეგ კი მისი გაერთიანება ვცადეთ. ჩვენ მომავალში გაცილებით ბევრ რამეს გავაკეთებთ“, – აცხადეს დეიმონი.
ცნობისთვის, ბენს და მეტს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ.