ორწლიანი პანდემიის შემდეგ რთული დასაჯერებელია, რომ ოდესღაც მასობრივი საერთაშორისო ღონისძიებები ტარდებოდა. ისეთი სადაც ათასობით სტუმარი იყო მიწვეული და ავტომწარმოებლები თავის სიახლეებს არა ონლაინ არამედ ცოცხლად წარადგენდნენ.
2020 წლამდე, ყოველ წელს მარტის დასაწყისი ჟენევის ავტოსალონს უკავშირდებოდა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა მწარმოებლის ყურადღების ქვეშ ექცეოდა. ზუსტად 2 ათწლეულის წინ ჩატარდა რიგით 72-ე გამოფენა. მოდით გავიხსენოთ თუ როგორი ავტომობილების დებიუტი შედგა მაშინ. ზოგიერთი მათგანი საკულტოც გახდა, ზოგმა ვერ გაამართლა, რამდენიმე მოდელი კი უსამართლოდ მიივიწყეს.