LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დევიდ ბექჰემმა შვილს ქორწილში ძვირადღირებული Jaguar აჩუქა

112
jaguar

დევიდ ბექჰემმა თავის ვაჟს, ბრუკლინს ქორწილში მდიდრული საჩუქარი გაუკეთა. ახლად შეუღლებულმა ელექტრონული ძრავის მქონე Jaguar XK 140 მიიღო. ღია ცისფერი როდსტერის ღირებულება 420 ათასი ფუნტი სტერლინგია.

მოდელი სინამდვილეში 1954 წლისაა და ბრუკლინთან აღმოჩენამდე სრული რესტავრაცია გაიარა. კრემისფერი სალონი აღადგინეს და ზუსტად ისე გააფორმეს, როგორც დამკვეთს სურდა. ძარაზე უფროსმა ბექჰემმა ახალდაქორწინებულების ინიციალები განათავსებინა.

ავტომობილმა 2 ელექტრონული ძრავა მიიღო და საერთო სიმძლავრემ 375 ცხენის ძალა შეადგინა. ელექტრიფიცირებული ავტომობილი ყველა თანამედროვე სისტემით, მათ შორის – კრუიზ კონტროლით და მულტიმედიური სისტემითაა აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები