მწერალი გიორგი კეკელიძე ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანისა და გიგა ცხელიშვილის უსაყვარლეს ტყუპებს ესტუმრა.
გიორგიმ პატარებს უამრავი საკითხავი წიგნი ჩაუტანა.
„დღეს ზესტაფონელ შოშიებს ვესტუმრეთ და დაპირებული წიგნები ჩავუტანეთ – ამ ასაკისთვის – ხმოვანი და სამომავლოდ – საკითხავი.
პატარებს წიგნებით „ბიბლუსი“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება მოამარაგებს სამომავლოდაც“, – წერს გიორგი კეკელიძე.
ფოტოები: „დაჩის და დანიელის დაბადების დღეა დღეს“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების 1 წლის იუბილეს აღნიშნავს
