LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დუა ლიპა გამარჯვებას „ვერსაჩეს“ გამჭვირვალე კაბითა და „ბულგარის“ სამკაულებით შეეგება

170
page

ლოს-ანჯელესში, „გრემის“ რიგით 63-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შოუ CBS-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ის ჰარი სტაილსმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის „გრემი“ ქალბატონებისთვის ისტორიული აღმოჩნდა, ბიონსემ ოთხი ჯილდო დაიმსახურა და ამით  ქალ არტისტებს შორის რეკორდული რაოდენობის, 28 „გრემის“ ჯილდოს მოგროვება შეძლო. ტეილორ სვიფტი კი პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც „წლის ალბომის“ ნომინაციაში სამი ჯილდო აიღო.

„წლის საუკეთესო ჩანაწერის“ კატეგორიაში, კომპოზიციით Everything I Wanted, ბილი აილიშმა გაიმარჯვა. „საუკეთესო ალბომის“ ტიტულის მფლობელი ტეილორ სვიფტი გახდა. „წლის საუკეთესო სიმღერის“ სტატუსი H.E.R.- ის – I Can’t Breathe მოიპოვა. „წლის საუკეთესო პოპ-დუეტის“ ტიტული, როგორც ამას ყველა ელოდა, ლედი გაგამ და არიანა გრანდემ სიმღერით, Rain On Me მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „წლის საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომის“ კატეგორიაში 25 წლის პოპ-ვარსკვლავმა, დუა ლიპამ გაიმარჯვა. მას „ვერსაჩეს“ ვარდისფერი გამჭვირვალე კაბა ეცვა, რომელსაც „ბულგარის“ სამკაულები შეუხამა.

https://www.youtube.com/watch?v=iNhW0is2ViY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები