მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა მომღერალმა, 29 წლის ედ შირანმა თავისი ნამუშევარი გასაყიდად პირველად გაიტანა. ვარსკვლავმა ნახატი საქველმოქმედო ფონდს გადასცა. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდი მისმა მშობლებმა შექმნეს, რათა თავიანთ რაიონში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ინფრასტრუქტურა, ბაღები და მოედნები მოეწყოთ.
„მე საღებავი სახლისთვის ვიყიდე, შემდეგ ის ტილოს მივასხი, – ეს ხელოვნებაა, რომელიც მომწონს“ – განაცხადა შირანმა.