ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და მისმა დიზაინერმა მეუღლემ, ნინა ზარქუამ ახლახან საზოგადოებას “ინსტაგრამის” საშუალებით იტალიური ვოიაჟის ამსახველი ფოტოები გაუზიარეს.
წყვილი იტალიის ულამაზეს ადგილებს ესტუმრა – მოგზაურობის ფარგლებში მოიარეს კაპრი, პოზიტანო და მილანი. ალექსანდრემ ამ მოგზაურობისას თავისი დაბადების დღეც აღნიშნა, რომელიც მეუღლემ განსაკუთრებული სიტყვებითა და სიყვარულის ახსნით მიულოცა.
გამორჩეული გახლდათ ნინას სტილი ამ ვოიაჟში – ხან სპორტული, ხან სრულად კლასიკური – ულამაზესი ვერცხლისფერი კაბა ფოტოების დამთვალიერებლების ფავორიტი აღმოჩნდა.
“მიყვარხარ ძალზედ ძალიან” – ნინა ზარქუა მეუღლეს ალექსანდრე ამისულაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ფოტო: დიზაინერ ნინა ზარქუას გლამურული დაბადების დღე და ბანტიანი შავი კაბა