LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ferrari-მ სარბოლო სპორტქარი 296 GT3 გამოაჩინა

59
Capture

2023 წლის სარბოლო სეზონზე Ferrari თავის ყველაზე წარმატებულ სპორტქარებს ახალი 296 GT3-ით ჩაანაცვლებს. ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით მოდელის აეროდინამიკა და აგრეგატი შეიცვალა. გარდა ამისა, გარკვეული ცვლილებები განიცადა ძარის სტრუქტურამ და საბოლოო ჯამში Ferrari 296 GT3 თავისი საგზაო პროტოტიპისგან საკმაოდ განსხვავებული გამოვიდა.

რეგულირებადი საჭე და სამუხრუჭე სისტემა ნებისმიერი სიმაღლის პილოტისთვის ძალიან კომფორტული იქნება და უახლესი კონდიცირების სისტემა კი მრავალსაათიანი რბოლის დროსაც იდეალური ტემპერატურის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

296 GTB ბიტურბო ძრავა V6 3,0-ითაა აღჭურვილი და 830 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 6-საფეხურიან გადაცემათა კოლოფ Xtrac-თან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები