RM Sothebey’s აუქციონზე უნიკალური Mercedes-Benz W 196 R იყიდება. უნიკალური ავტომობილი 1955 წელსაა გამოშვებული და სახელად Stromlinienwagen ჰქვია. ექსკლუზიური ავტომობილი ფორმულა-1-ის რბოლაში მაშინ იღებდა მონაწილეობას, როცა შეჯიბრის რეგლამენტი მონაწილეებს საშუალებას აძლევდა ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელებით გამოსულიყვნენ ტრასაზე. სწორედ ამით ისარგებლეს გერმანელმა ინჟინრებმა და 10 ცალი ღია სპორტქარი ააგეს. მოდელის სავარაუდო ღირებულება 55 მილიონ დოლარს შეადგენს.
რბოლის შემდეგ Mercedes-Benz-მა გადაწყვიტა ათივე ბოლიდი შეენახა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ 4 მოდელი სხვადასხვა ორგანიზაციებს მიჰყიდეს.
აუქციონზე გამოტანილი ეგზემპლარი Indianapolis Motor Speedway Museum-ის ექსპოზიციის ნაწილი გახდა.