პრემიული ბრენდი Genesis დანერგავს ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ავტომობილს ადამიანის სახის გარჩევას შეაძლებინებს. Face Connect–ის დამსახურებით, მომავალი Genesis–ის პატრონები კარის გაღებას თუ დახურვას პირდაპირ სახით შეძლებენ. სახის ცნობაში კი ავტომობილს ინოვაციურ კამერა დაეხმარება. ბრენდის ინჟინერთა ვარაუდით, ტექნოლოგია ავტომობილისა და ადამიანის ურთიერთობას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს მოეწონებათ, ვისაც გასაღების ტარება ყველაზე მეტად ეზარება.
Face Connect–ისთვის გამოიყენებენ ინფრა–წითელ კამერას, რომელიც სახის ნაკვთებს ღამით და წვიმიან ამინდშიც კი ამოიცნობს. ერთ ავტომობილზე მაქსიმუმ ორი სახის დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი და თითოეულზე ცალ–ცალკე პროფილი შეიქმნება.
ძრავის ასამუშავებლად გასაღები აღარ იქნება საჭირო და ავტომობილი ადგილიდან დაძვრას მხოლოდ თითის ანაბეჭდით შეძლებს.
სიახლეს პირველი სერიული ელექტროქარი Genesis GV60 მიიღებს, რომელიც ბრენდმა აგვისტოს თვეში წარადგინა. „ელემენტიანი“ ჰეტჩბეკი ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოვა.