LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Genesis-მა თავისი მოდელები არტ-ქარებად გადააქცია

110
genesis

კომპანია Genesis-მა მომავალი მსოფლიო გამოფენისთვის რამდენიმე არტ-ქარი ააგო. მორიგი World Expo 2030 წლისთვისაა ჩანიშნული და მისი მასპინძლობისთვის იტალია, საუდის არაბეთი და სამხრეთ კორეა იბრძვის. ამ უკანასკნელმა არგუმენტად თავისი საავტომობილო წარმოება მოიყვანა და მაგალითისთვის Genesis მოდელები წარადგინა. ხელოვანი ჯეა ფლოუს მონაწილეობით სამი მანქანა არტ-ქარად გადააქციეს და გაეროს გენერალური ასამბლეისთვის წარადგინეს.

უფრო ზუსტად კი ცნობილი არტისტის განსაკუთრებული დიზაინი ერთდროულად 20-მა ელექტრომობილმა, მათ შორის Genesis G80 Electrified-ის სედანმა, ლიფტბეკმა Hyundai Ioniq 6-მა და ჰეთჩბეკმა Hyundai Ioniq 5-მა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები