ყოველდღიური ცხოვრებისთვის ყველაზე კომფორტული მოდელები – პირველ რიგში კროსოვერებია, რომელიც ნაკლებად პრაქტიკულ ავტომობილებს ბაზრიდან ნელ-ნელა დევნის.
მაგალითად, ბევრი მასობრივი მწარმოებელი ღია ვერსიებზე უარს ამბობს. ამასთან, პრემიუმ და ლუქს სეგმენტში სიტუაცია განსხვავებულია: ასეთი კომპანიების პოტენციურ კლიენტებს ფარეხში როგორც წესი, სხვა ავტომობილებიც მოეძებნებათ.
ზუსტად ასეთ აუდიტორიაზეა ორიენტირებული ჩვენს გალერეაში მოხვედრილი სიახლეები. მათ შორისაა – ღია ელექტროქარის პროტოტიპი, პლანეტაზე ყველაზე მძლავრი „მექანიკის“ მქონე მოდელი, მდიდრული როდსტერი საკულტო სუბ-ბრენდისგან, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი „ელემენტებზე“ და სხვა.




