LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Great Wall ყიდის კროსოვერს, რომელსაც „მენსტრუაციის რეჟიმი“ და კოსმეტიკის შესანახი ადგილი აქვს

48
Capture

ჩინური კონცერნი Great Wall ყიდის კროსოვერს Ora Ballet Cat-ს, რომელსაც დასავლეთში ჟურნალისტები ყველაზე სექსისტურ ავტომობილად აფასებენ. რეტრო ჰეტჩბეკის სამიზნე აუდიტორია – ქალებია, სწორედ ამიტომ სიახლეს საოცარი ოფციები დაამატეს, მაგალითად „მენსტრუაციის რეჟიმი“, მაკიაჟის სარკე, სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი სელფის კამერა და… კოსმეტიკის საწყობი. ელექტრომობილის ფასი 193 ათასი იუანი, ანუ დაახლოებით 29 ათასი დოლარია.

როგორც ჩანს, ელექტრომობილის შემქმნელებს კაცებზე საერთოდ არ უფიქრიათ და მთელი სარეკლამო კამპანია ქალებს მოარგეს. მაგალითად „მენსტრუაციის რეჟიმი“ და ე.წ. „მამაკაცის სითბო“ – კლიმატის განსაკუთრებული სისტემა, რომელიც მთელ რიგ გამათბობლებს ააქტიურებს. ავტომწარმოებელი ამტკიცებს, რომ სისტემა „სხეულისა და გონების“ გასათბობადაა განკუთვნილი და კრიტიკულ დღეებში დისკომფორტსაც შეამცირებს.

მეორე არაორდინალური ოფცია – სალონში „საიდუმლო სივრცეა“, რაც სალონში კოსმეტიკის შესანახ ადგილს გულისხმობს. ამ და სხვა დეტალების შეთვალიერება სარეკლამო რგოლში შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები